ახალქალაქში ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთება სურთ, ნათესავების გამო ვერ ბედავენ, რადგან ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ვაქცინაციას. მეორე ნაწილმა აცრა გაიკეთა, თუმცა ოჯახის წევრებისთვის არაფერი უთქვამთ. მათი რაოდენობა, ვინც აიცრა და ნათესავებს ამის შესახებ შეატყობა, მუნიციპალიტეტში ძალიან მცირეა. ისინი იმ მიზნით საუბრობენ, რომ სხვები დაარწმუნონ მათ მიჰბაძონ. ხაჩატურ ალექსანიანმა ჯერჯერობით მხოლოდ მეგობარი დაარწმუნა, ხოლო გაიანე ისპირიანმა- და.

xacho

ხაჩატურ ალექსანიანი კოლეგასთან ერთად

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს, ხაჩატურ ალექსანიანს უკვე აქვს ე.წ. კოვიდ-პასპორტი. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვაქცინაცია ჩაიტარა მისი მშობლებისა და ცოლის წინააღმდეგობის მიუხედავად.

”ჩემი ოჯახის წევრები უარყოფითად შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას. მათ ამის მნიშვნელობა არ ესმოდათ. მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ოჯახში არავინ დაავადებულა”.

ამ მაგალითით მან ვერ დაარწმუნა მისი ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონია რაიმე გვერდითი რეაქცია, ან თუნდაც ტკივილი ინექციის ადგილას. მას AstraZeneca–ს ვაქცინით სურდა აცრა, მაგრამ ოჯახის წევრების სიმშვიდისთვის ის Sinopharm–ზე დარეგისტრირდა. ახალქალაქის მოსახლეობას განსაკუთრებით ეშინია ამ კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატის, ახალციხეში ექთნის გარდაცვალების შემდეგ, რომელსაც სავარაუდოდ AstraZeneca–ს ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ არ არის სიკვდილის მიზეზების შესახებ ოფიციალური დასკვნა, თუმცა ექსპერტები ამას ვაქცინის ხარისხს არ უკავშირებენ.

ხაჩატურ ალექსანიანი არ ნერვიულობდა, რადგან ვაქცინას გვერდითი მოვლენების გარეშე ჩატარდა. ვაქცინაციამდე მას მაღალი წნევა (140) ჰქონდა, მაგრამ ექიმმა ურჩია, არ ენერვიულა. კლინიკაში მეგობართან ერთად მივიდა.

”დღის ბოლოს მივედით. ჩემმა მეგობარმა ოჯახს დაუმალა, რომ ვაქცინაციას აპირებდა. ის უბრალოდ დაიღალა პირაბდის ტარებით და როცა გაიგო, რომ ვაქცინაცია მინდოდა, ისიც დარეგისტრირდა. ჩემებმა იცოდნენ, ძალიან დაძაბულები იყვნენ. ვაქცინაციის შემდეგ, ყოველ ხუთ წუთში დედაჩემი  ჩემი მდგომარეობის შესახებ მეკითხებოდა”.

ხაჩატურის ოჯახი COVID-19-ით არ იყო დაავადებული, თუმცა ის ამაში არ არის დარწმუნებული და თვლის, რომ შესაძლოა მათ უსიმპტომო კოვიდი ჰქონდათ.

ხაჩატურს მისი საქციელით სურდა გაენადგურებინა მითი ჩიპების შესახებ, რომ ვაქცინა სხვა დაავადებებს ან სიკვდილს იწვევს.

”ჩემს გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ვიყავი. მიზანი იყო ის, რომ გარემოცვისთვის მეჩვენებინა, რომ ვაქცინაციაზე ყველა შიში უსაფუძვლოა. ამიტომაც გავიკეთე აცრა. როდესაც ექიმები ამბობენ, რომ ვაქცინა  პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა. ჩვენ არ გვაქვს უფლება არ დავუჯეროთ მათ”.

ხაჩატურს უკვირს, მოსახლეობას ექიმებისა და სპეციალისტების ნაცვლად, ქუჩის საუბრების რატომ სჯერათ.

Aleksanyan

ხაჩატური გოგოსთან ერთად პარკში სეირნობს

30 წლის ხაჩატურ ალექსანიანს  მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მისთვის ადვილი იყო ვაქცინაციის გაკეთება, მაგრამ თუ COVID-19-ის  აცრა ბავშვებისაც აუცილებელი გახდება, გადაწყვეტილების იმღება უფრო რთული იქნება. თმცა, ის მაინც კვლავ ვაქცინაციის მომხრეა:

”ბავშვებს ორი მშობელი ჰყავთ და მარტო მე არ ვწვეტ. ჩემი ცოლი  თანახმა არ იქნება, რადგან  ეშინია”.

ხაჩატური თითქმის 12 წელია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობს. მას ბევრი თამამი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. ჯერ კიდევ სწავლის დროს, სომხეთის უნივერსიტეტიდან სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში გადასვლა გადაწყვიტა, რადგან ქართული ენის ცოდნით მას უფრო გაუადვილდებოდა თავის ქვეყანაში იურისტობა.

fidanyan

ეპიდემიოლოგი გაიანე ისპირიანი კაბინეტში

 

გაიანე ისპირიანი – ეპიდემიოლოგი.  ექიმს ვაქცინაციის გადაწყვეტილება უფრო მარტივად უნდა მიეღო, მაგრამ გაიანეს საკვები ალერგია აქვს. მას  20 წელია ებრძვის და რადგან, ვაქცინაციას შეიძლება უკუჩვენება ჰქონდეს მათთვის, ვისაც ალერგიის ეპიზოდები  მედიკამენტებზე და არა საკვებზე ჰქონდა, ვერ რისკავს ვაქცინაციას.

”ყველა კოლეგა ხუმრობით მეუბნებოდა, სანამ ეპიდემიოლოგი არ აიცრება, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. მაგრამ ყველა ხუმრობაში არის გარკვეული სიმართლე”.

გაიანეს შვილები სომხეთში ცხოვრობენ, მას ძალიან უნდოდა მათი ნახვა. ვირუსისგან დაცვის გარდა, ვაქცინაცია მისთვის თავისუფალი გადაადგილების პირობაა. ასევე სურდა თავიდან აეცილებინა კორონავირუსის გეგმიური ტესტირება, რომელიც ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტარდება.

საბოლოოდ, გაიანემ აცრა ცნობილ ალერგოლოგთან, ბიძინა კულუმბეკოვთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა.

”მან ბოლო თაობის ანტიალერგიული პრეპარატები მირჩია. რეკომენდაცია გამიწია, რომ პრეპარატი ვაქცინაციამდე სამი დღით ადრე დამელია, ვაქცინაციის დღეს არ მიმეღო, ხოლო ვაქცინაციის შემდეგ კი მეორე დღეს დამელია. მის რჩევას მივყევი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. აცრის კვალიც კი არ ჩანს. არანაირი უკუჩვენება არ მქონია. ”

როდესაც ვაქცინაცია გადაწყვიტა, ყოველი კოლეგა ექიმი ხუმრობით ურჩევდა ადრენალინი ჰქონოდა თან. რა თქმა უნდა, მას ეს არ დასჭირდა.

გაიანე კორონავირუსით გასული წლის დეკემბერში დაავადდა. გეგმიური ტესტირების მიუხედავად, ლაბორატორიული შემთხვევა არ იყო დადასტურებული, მაგრამ ყველა სიმპტომი ჰქონდა.

მისი ოჯახის წევრები არ იყვნენ გაიანეს გადაწყვეტილებით კმაყოფილნი. მხოლოდ და მიჰყვა მის მაგალითს, დანარჩენები არ აპირებენ.

”ჩემმა ოჯახმა ჩემი აცრა მიიღო, როგორც ფაქტი. მშვიდად ავუხსენი  რას ვაპირებდი, თუმცა წინააღმდეგნი იყვნენ და ვურჩიე, კარგად დაფიქრებულიყვნენ. მე ისინი ფაქტის წინაშე დავაყენე. დედაჩემმა არ იცოდა რომელ დღეს ვიკეთებდი აცრას. მხოლოდ ჩემმა მეუღლემ იცოდა ამის შესახებ. დედა გავაფრთხილე, რომ აცრას ვაპირებდი. როდესაც ვაქცინაცია გადავწყვიტე, ჩემმა დამაც მომბაძა. როდესაც დედამ დაინახა, რომ ვერ დაგვარწმუნებდა, თქვა ”ოღონდ ერთ დღეს არ აიცრათ ორივე”.

fidanyann

გაიანე ისპირიანი

გაიანე ისპირიანი ფიქრობს, რომ COVID-19-მა შეცვალა არა მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანების, არამედ ეპიდემიოლოგების მსოფლმხედველობა და ფსიქოლოგია.

”არავის წარმოედგინა, რომ პანდემია ასეთი ანტიბიოტიკების ფონზე მაინც იქნებოდა. ამიტომ, ბევრს არ სჯეროდა პანდემიის. ვფიქრობ, დადგება დრო, როდესაც ეს ვირუსი სეზონურ დაავადებად იქცევა.”

გაიანე ისპირიანს უხარია, რომ მისი აცრა ალერგიული რეაქციის გარეშე ჩატარდა და ბავშვების ნახვას შეძლებს. ის ასევე იმედოვნებს, რომ მეუღლის დარწმუნებასაც მოახერხებს, რადგან ოჯახში 92 წლის მამა ცხოვრობს და არ უნდათ მისი დაინფიცირება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. ხალხს მაინც ეშინია. მოსახლეობის 1% -იც კი არ არის აცრილი. ექსპერტები პანდემიის გამო შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამოსავალს მხოლოდ ვაქცინაციაში ხედავენ.