დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის მონაცემებით, თბილისის დროით 09:21 საათზე 3.0 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან დასავლეთ სამხრეთით 25 კმ-ში, სოფელ სამებასთან იყო.