საქართველოში დეცენტრალიზაცია რატომ არ გახდა ეფექტური, რა უშლის ხელს ადგილობრივი ხელისუფლების დამოუკიდებლობას, რატომ ჯანყდებიან და რა გველოდება 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე – ამა და სხვა თემებზე Jnews-ს ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი
-რატომ იყო არაეფექტიანი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით და რა ცვლილებებია მოსალოდნელი კანონში?
– პრობლემა კომპლექსურია, არ ვიტყოდი, რომ კანონი საერთოდ არ მუშაობს, ან კარგად მუშაობს. კოდექსი აერთიანებს 20 წლის გამოცდილებას, დადებითი და უარყოფითი მხარეებით. შეეცადნენ მის გაუმჯობესებას, რადგან კოდექსი თავდაპირველი ვერსიით არ იყო მიღებული. ტერიტორიული თავისუფლების შესაძლებლობა ამოიღეს. თავდაპირველად დაგეგმილი იყო არა მხოლოდ 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭება, არამედ იმ ქალაქებისთვისაც, სადაც 10 000-ზე მეტია მოსახლეა. სოფლის დასახლებებში არ უნდა ყოფილიყო ასეთი პატარა სოფლის საბჭოები, არამედ ზონები – მუნიციპალიტეტები საკუთარი ბიუჯეტით. მეორე: უარყოფილი იქნა ადგილობრივი შემოსავლების ზრდა, საკუთარი შემოსავლების მართვა. ასევე დამატებითი კომპეტენციების გადაცემის სისტემები, მაგალითად ტრანსპორტი. აღნიშნულია, რომ ეს მუნიციპალური ხელისუფლების საქმეა, მაგრამ ტრანსპორტის შესახებ კანონი არ მოიცავს მუნიციპალიტეტს, მხოლოდ დიდ ქალაქებში.
-რატომ არის დამოკიდებული ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრზე?
-არის სფეროები, სადაც მათ არ სურთ ხელი გაუშვან ძალაუფლების ბერკეტებს და საკუთრების გადაცემას. “თუ გადავცემ, მაშინ როგორ ვიმოქმედებ არჩევნების დროს” – ასეთი საკითხები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სომხეთში, აზერბაიჯანშიც მწვავეა. ცენტრი ყოველთვის ცდილობს ყველაფრის მონოპოლიზებას. ამიტომ კანონი სრულყოფილად ვერ იმუშავებს. რაც დარჩა, არც ეს იქნა რეალიზებული მთლიანად. მაგალითად, მოსახლეობის აღწერა და მუნიციპალიტეტებისთვის ქონების აღრიცხვა. ეს პროცესი 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა. მუნიციპალიტეტები ელოდებიან, რადგან აჯანყების ეშინიათ. შესაძლოა, თბილისში “დიდი ბიძია” განაწყენდეს, ხოლო ეს პრობლემებს შეუქმნის არა მხოლოდ ამ პოლიტიკოსს, არამედ პოლიტიკურ ჯგუფსაც. ამიტომ უმჯობესია გაჩუმება, და ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ისინი დამოკიდებულნი არიან ცენტრზე.
არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მე პატივს ვცემ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, როგორც ცენტრში, ასევე მუნიციპალიტეტებში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ხალხის მაგივრად ცენტრი ირჩევს და ეს არ არის რაიმე სახის შეთქმულების შედეგი. ვინც მუსიკას უკვეთავს, ის იხდის. თუ ხალხმა ამირჩია, ის არის ჩემი ბატონი, მაშინ მე მათ ვუსმენ. თუ დანიშნული ვარ, ჩემს უფროსს მოვუსმენ და ეს იმიტომ არ არის, რომ ცუდი ვარ. ეს ბუნებრივია.
-“ქართულმა ოცნებამ” ბოლო არჩევნების დროს წამყვან პოზიციებზე თვითმართველობებში ბევრი აპოლიტიკოსი დანიშნა ძალოვანი სტრუქტურებიდან. თქვენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?
– ალბათ, ფიქრობენ, რომ სანდონი არიან. გამოდის, რომ კანდიდატურა დასახელებულია რომელიმე სამინისტროს ან სტრუქტურის და არა ხალხის მიერ. თუ გულწრფელად გავიმარჯვე არჩევნებში, მაგრამ ჩემი კანდიდატურა სხვამ წამოაყენა, მე ანგარიშვალდებული ვარ ამ ადამიანის წინაშე, ვინც დამნიშნა, მე ვერ ვბედავ მის წინააღმდეგ გამოსვლას. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან ჩვენ გვაქვს მენტალიტეტი და შიშები. თუ ხალხს გადავცემ, ისინი ჩემს გამარჯვებას მიწაში ჩამარხავენ.
არაპოლიტიკოსების არჩევისას მთავარია კონტროლი. ეს სულაც არ ნიშნავს კორუფცია. “მე უნდა ვიცოდე, რა ხდება იქ, ჩემი ხალხი ყველგან უნდა იყოს” – ეს არის არამარტო პოლიტიკურ ელიტებში სილოვიკების, არამედ ყველას მენტალიტეტია. ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საზოგადოების სერიოზული მენტალური პრობლემაა.
– როგორ მოქმედებს ცენტრზე ეკონომიკური დამოკიდებულება ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობაზე?
– არსებობს გამაწონასწორებელი სისტემა. მდიდარ მუნიციპალიტეტებს არაფერს უმატებენ, მაგრამ არც ართმევენ. ღარიბ მუნიციპალიტეტებს
-რატომ ეშინია ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონებისთვის თავისუფლების მინიჭების, ანუ მას არ სურს სრული დეცენტრალიზაცია?
– “მე არ ვენდობი ჩვენს თანამოქალაქეებს, ეთნიკურად არაქართველებს. მე არავის ვენდობი, რადგან მე უნდა ვმართო. მეშინია, იქნებ ქვეყნისთვის სიკეთე მინდა ან იქნებ ფულის შოვნა მინდა, ნებისმიერ შემთხვევაში სხვებისთვის
-როგორი ადგილობრივი არჩევნები გველოდება 2021 წლის შემოდგომაზე?
– ეს არჩევნები პოლიტიკურად ძალიან მძაფრად ჩატარდება, რადგან ეს არის არა მხოლოდ თვითმმართველობა, არამედ პოლიტიკური ნდობა. პირველ რიგში, ყველაფერი გასაგები იქნებოდა, რომ არა არსებული სიტუაცია: ოპოზიციაც და თავად მმართველი პარტიაც გაყოფილია. მმართველი პარტიის ახალი ყოფილი ლიდერების, გახარიას სცენაზე გამოჩენა ან კონფლიქტი პრემიერ-მინისტრსა და სპიკერს – ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის. უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ისე კარგად დაალაგებს მოვლენებს, როგორც ჭადრაკის დაფას. შეიძლება ითქვას ერთი რამ, ეს იქნება მნიშვნელოვანი არჩევნები და შესაძლებელია ამის შემდეგ იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. არ არის გამორიცხული ქვეყანაში მოხდეს არჩევნების ძლიერი ფალსიფიკაცია, შემდეგ კი საზოგადოების პროტესტი და დესტაბილიზაცია. გამორიცხული არაფერია.