ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის, საქართველოს კონფლიქტურ ტერიტორიებზე – ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე, უკეთესობისკენ განხორციელებულ ცვლილებებზე Jnews-ს
რაში მდგომარეობს თქვენი იდეა, რა არის ჯავახეთში თქვენი ორგანიზაციის მონიტორინგის მიზანი?
– ხშირად ვსტუმრობთ საქართველოს რეგიონებს, განსაკუთრებით, ისეთებს, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა. ამ რეგიონში ჩემი წინამორბედიც იმყოფებოდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველადი ინფორმაციის მიღება ადგილზე არსებული ვითარების შესახებ, პირდაპირი ურთიერთობა გვქონდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ.
EUMM-ი მუშაობს აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე. რა წინსვლა და ცვლილებებია?
– ჩვენ ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ვართ საქართველოში. გვყავს 211 საერთაშორისო დამკვირვებელი, რომლებიც ყოველდღიურად აკონტროლებენ ვითარებას ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სასაზღვრო ზონებში. მაგრამ ჩვენი მანდატი მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, ამიტომ, ამ რეგიონებში არსებული ვითარების გაშუქებასთან ერთად, საქართველოს სხვა რეგიონებში არსებულ ვითარებასაც ვაშუქებთ. რაც შეეხება ცვლილებებს: ორი მთავარი საკითხი, რასაც ვხედავთ, არის სტაბილიზაცია და ნორმალიზაცია. პირველ შემთხვევაში, მე მჯერა, რომ EUMM-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ჩვენს ადგილზე ყოფნას პრევენციული ხასიათი აქვს – security actors- ანუ არსებობს მონიტორინგი, რომელიც არ მონაწილეობს ისეთ ქმედებებში, რომლებიც სტაბილურობას შეწყვეტს. დაკვირვებით მხოლოდ, მათ უპასუხისმგებლო ქმედებებისგან ვიცავთ.
გვესმის, რომ რუსეთი 2008 წლიდან არ ასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, მან არ გაიყვანა ჯარი ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან, ამიტომ გლობალური სტაბილიზაციის შესახებ ვერ ვისაუბრებთ. ამის მიუხედავად, სტაბილიზაციას მიკრო დონეზე განვიხილავთ – ის ადამიანები, რომლებიც სასაზღვრო ტერიტორიასთან ახლოს ცხოვრობენ, ვფიქრობ, მათი ცხოვრება ბევრად უკეთესია, ვიდრე 10-20 წლის წინ.
ნორმალიზებაში ვგულისხმობთ მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას. არის სფეროები, რომლებშიც, სამწუხაროდ, პროგრესზე ვერ ვისაუბრებთ. პირველია გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობა. 2019 წლის სექტემბრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში ყოველი გამშვები პუნქტი დაიხურა.
აფხაზეთში ვხედავთ მდინარე ენგურის მაშვები პუნქტის ნაწილობრივ გახსნას, რომლის მეშვეობითაც ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული დერეფანი, რამდენიმე თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა. მაგრამ ის ასევე ხელმისაწვდომია, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის. ასევე ვხედავთ პროგრესს ბორდერიზაციის პროცესში, ანუ ბარიერების ხელოვნურად აღმართვაში, ტრანშეების, რომლებიც ხელს უშლის ხალხს მათ გადაკვეთაში. ეს იწვევს შიშის, დაშინების გრძნობას და ვინც გადალახავს, დაპატიმრების რისკის ქვეშაა. ვცდილობთ დავაკვირდეთ ამ პროცესს, მაგრამ ტრენდები არ არის პოზიტიური.
პანდემიის დაწყებისთანავე მოძრაობა შეიზღუდა, მოსახლეობა გალიდან საქართველოში ვერ ჩამოვიდა. ახლა რა ვითარებაა?
– მათ შორის, ვინც აფხაზეთში, გალში ცხოვრობს, 3 კატეგორიის ადამიანია, ვისაც აქვს გადაადგილების უფლება. ესენი არიან პენსიონრები, მრავალშვილიანი ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
როგორ მიმდინარეობს კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მთავრობას შორის?
– ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი, რომელიც გადის თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში. ჩვენ ამ კომუნიკაციას 24/7 ვუზრუნველყოფთ და ეს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ კომუნიკაციისთვის, არამედ ნდობის განსამტკიცებლად, რადგან ამ ცხელი ხაზის საშუალებით ბევრ პრაქტიკულ ამოცანას ვხსნით. მაგალითად, თუ ვინმეს სურს საავადმყოფოში ქართულ მხარეს მივიდეს, ჩვენ ვუკავშირდებით ორივე მხარეს, ვაწვდით ინფორმაციას და ვიღებთ პასუხს, თუ ეს ტრანსფერი შესაძლებელია. ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, ცხელი ხაზი სარწყავი, დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების, დაკარგული ცხოველების საკითხებს ეხება.
რა ვითარებაა ტერიტორიების განაღმვასთან დაკავშირებით? ეს კითხვა აქტუალური იყო რამდენიმე წლის წინ, ცხოველები ნაღმებზე ფეთქდებოდნენ, ადამიანები მძიმედ დაშავდნენ.
– ჩვენ პირდაპირ ამ საკითხით არ ვართ დაკავებულები, მაგრამ ვთანამშრომლობთ ზოგიერთ საერთაშორისო პარტნიორთან. ახლა ეს უკვე აღარ არის აქტუალური კითხვა, რადგან დანაღმული ტერიტორიები, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, გასუფთავებული იყო. თუმცა, მეორე მხარეს (ადმინისტრაციულ საზღვარზე) ფიქსირდება სხვა სამხედრო მოქმედება, ტრენინგები, სწავლებები, სროლების ხმა გვესმის, აფეთქებები, ვერტმფრენები. რა თქმა უნდა, ეს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების განცდას ამცირებს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მთავრობები აცხადებენ, რომ სურთ, მსოფლიომ აღიაროს, მაგრამ ამავე დროს ისინი არ თანამშრომლობენ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორიცაა ეუთო. რატომაა ასეთი დისონანსი?
– არ ვფიქრობ, რომ ეს არის ოფიციალური პოზიცია, ეს რეგიონები არ არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხოლოდ მცირე რაოდენობის ქვეყნები არ აღიარებენ ამ ხაზს. ჩვენ ისეთი პრობლემის წინაშე ვდგავართ, როგორიცაა ამ ორ რეგიონში მიუწვდომლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მანდატი მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, ჩვენ სადამკვირვებლო საქმიანობის განსახორციელებლად ამ რეგიონებში ჩასვლა არ შეგვიძლია, ასევე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან – მათ ამ რეგიონების ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ აქვთ. ასეთი ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებულია და მხოლოდ განსჯა შეგვიძლია, თუ რატომ იცავენ ამ მიდგომას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობები.