ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოების ჩატარების ტენდერები უკვე გამოცხადებულია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის რაფიკ აბაჯიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის სამუშაოების 97%-ის ტენდერი გამოცხადებულია. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის სამუშაოები პერსონალის ტენდერის საფუძველზე ხორციელდება, პირდაპირი ხელშეკრულებები არ ფორმდება.
ტენდერები გამოცხადებულია
გამოცხადებულია ერთი ტენდერი სოფელ აბულში, მურჯახეთში, გომანში, ასევე სოფელ აზავრეთში არსებული აუზების წყალმომარაგების ხაზის რეაბილიტაციაზე. საერთო თანხა 37 997 ლარს შეადგენს.
სოფელ დიდ სამსარში, იხტილასა და მერენიაში წყლის მილსადენების რეაბილიტაციის მიზნით ჩატარდა ერთი ტენდერი. თანხა- 36 202 ლარი.
სოფელ ბარალეთსა და კარტიკამში სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის მიზნით ჩატარდა ერთი ტენდერი, რომლის თანხა 25 093 ლარს შეადგენს.
სოფელ ქარცეფში, ოკამში, აზმანაში სათამაშო მოედნების რეაბილიტაციისათვის გამოცხადდა ერთ ტენდერი, თანხა 31 249 ლარს შეადგენს.
კოკიოში, მიასნიკიანში, კიროვაკანში სათამაშო მოედნების რეაბილიტაციისთვის ერთი ტენდერი 30 267 ლარის ოდენობით.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიიღო იგივე თანხა, რაც გასულ წელს – 922 000 ლარი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყველაზე მცირე თანხა 10 000 ლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე დიდი – 20 000 ლარს. ასევე, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, სოფლები იღებენ 12 000 ან 16 000 ლარს.