კომპანია «ჯავახავტოგზა», რომელმაც ახალქალაქში გზებზე ორმოების სამუშაოების ამოვსების ტენდერი მოიგო, მოსახლეობას ჰპირდება, რომ მოჭრილ მონაკვეთებს მომდევნო კვირაში მოაპირკეთებენ.

კომპანია «ჯავახავტოგზის» მუშებმა, რომელიც ქალაქ ახალქალაქის გზებზე სარემონტო სამუშაოებზეა პასუხისმგებელი, 15 დღის წინ სარემონტო მონაკვეთები მოჭრეს. ეს მონაკვეთები კიდევ უფრო ართულებს მანქანების ისედაც პრობლემურ გადაადგილებას ქალაქში და მძღოლების უკმაყოფილებას იწვევს.

Jnews-ი მუდმივად იღებს წერილებს და კომენტარებს მძღოლებისგან, რომლებიც აღშფოთებას გამოხატავენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, იურიკ უნანიანმა 17 ივნისს, Jnews- თან საუბრისას აღნიშნა, რომ სამუშაოები 18 ივნისს განახლდება, თუმცა დღეს, 19 ივნისს, სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

კომპანია «ჯავახავტოგზაში» ირწმუნებიან, რომ რემონტის შეფერხების მიზეზი წვიმები იყო. რომ მათ წვიმის დროს სამუშაოს შესრულება აუკრძალეს.

«ჩვენ სხვა სამუშაოებიც გვაქვს, იყო მიზეზები, ამიტომ სამუშაოებს არ ვასრულებდით, მომდევნო კვირას დავასრულებთ», – განაცხადეს კომპანია «ჯავახავტოგზაში».

წელს ახალქალაქის შიდა გზებზე ორმოების გასწორების მიზნით ახალქალაქის ბიუჯეტიდან 230 000 ლარი გამოიყო.