etalon.ge – ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ახალქალაქის № 4 სკოლის მედალოსნების შესახებ. საერთო ჯამში ახალქალაქის 16 მოსწავლე მედლის პრეტენდენტია, მათგან 8 ოქროს.

“პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. არაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო. თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ახალქალაქის №4 საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს”, – წერენ გვერდზე

ეტალონს მაგალითად ახალქალაქის №4 სკოლა მოჰყავს, როგორც ადგილი, სადაც მოსწავლეები მონაწილეობენ სკოლის ცხოვრებაში, სასწავლო პროცესში. სადაც მოსწავლეები დიდი წარმატებით ასრულებენ სხვადასხვა საქმიანობას და სკოლის მჭიდრო პროფესიონალური გუნდის წყალობით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა. ამის დასტურია მედალოსანთა მაღალი შედეგი – 3 ოქროს მედლის და 2 ვერცხლის მედლის პრეტენდენტი. აღვნიშნავთ, რომ ამ სკოლას წელს 43 მოსწავლე დამამთავრებელი კლასიდან ჰყავს.

ახალქალაქის №4 საჯარო სკოლის ოქროს მედლების კანდიდატები არიან:ნაირა მკოიანი, ჯულიეტა ოგოიანი, მარტინ ფალანჯიანი,

ვერცხლის მედლის პრეტენდენტები: შოღიკ ტატარიანი, ტათევიკ თუმასიანი.

არანაკლებ წარმატებულები არიან ახალქალაქის სხვა საჯარო სკოლები, მაგალითად, №2 საჯარო სკოლამ ასევე წარადგინა მედლის 4 პრეტენდენტი. ოქროს მედალზე – ემა ტონოიანი და სირუშ ჯინისიანი, ხოლო ვერცხლის მედალზე: არტიუშ მანანდიანი და რუზანა ზოფუნიანი. სკოლას 25 კურსდამთავრებული ჰყავს.

№1 საჯარო სკოლაში (თუმანიანის სახელობისაა) 33 კურსდამთავრებული ჰყავს, მათგან 5 მედლის კანდიდატია. გარიკ გალსტიანი ლილიტ ღაზარიანი, ლალა გაბრიელიანი – ოქროს, გაიანე სერობიანი და მანია თუმასიანი ვერცხლის მედლების პრეტენდერნტები არიან.

წლეულს № 5 საჯარო სკოლა 12 მოსწავლემ დაამთავრა, მაგრამ მედალოსნები არ ჰყავთ, თუმცა სკოლის დირექტორი ირწმუნება, რომ მომავალ წელს მედლის 5 კანდიდატი ეყოლებათ. 15 კურსდამთავრებული სწავლობდა № 3 საჯარო სკოლაში, მათ შორის ერთი ოქროს მედლის პრეტენდენტია – მარიამ კავრელიშვილი.

ფოტოზე წინა წლების მედლები.