საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 797 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 842 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 3931, „პისიარ“ ტესტით – 13 911.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,84 პროცენტი, ბოლო 14 დღის –2,67, ბოლო შვიდი დღის – 2,44 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 352 649 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 337 820 გამოჯანმრთელდა, 5 012 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 197 114 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 083. კარანტინის რეჟიმშია 38, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 175 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 595 პირი.

გუშინ, 10 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 128 პაციენტი.