ჯავახეთის მოსახლეობამ ზამთრისთვის მზადება უკვე ზაფხულიდან დაიწყეს. ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჟდანოვში ქალები “პასმას” (ფუნა) ტკეპნიან ზამთრისთვის საწვავის მისაღებად.
საქმე იმაშია, რომ აქამდე ჯავახეთის მთელ რიგ სოფლებს, მათ შორის ჟდანოვს, არ მიეწოდებოდებათ გაზი, ამიტომ ზაფხულშივე სოფლის მოსახლეობა “პასმის” დაყრას და ტკეპნას იწყებს, რომ ზამთრამდე გაშრეს.
ამ სოფელში დაახლოებით 120 ოჯახი ცხოვრობს. ჟდანოვში ხალხი ძირითადად მეცხოველეობით არის დაკავებული. სოფლის მოსახლეობა გაზიფიკაციის არარსებობას სოფლის უპირველეს და უმთავრეს პრობლემად თვლის.
ჟდანოვის ქალები უკვე «პასმას» ტკეპნიან და ერთმანეთთან საუბრით, ამბების მოყოლით იქცევენ თავს. ისინი ამით არიან დაკავებულნი, რადგან სოფელში გაზი არ არის. როგორც თავად აღნიშნავენ, ყოველი არჩევნების წინ ჰპირდებიან, რომ სოფელში გაზს გაიყვანენ, მაგრამ უშედეგოდ.
«გვინდა ეს თუ არა, ჩვენ უნდა გავაშროთ სასუქი, ზამთარში ამ ფუნებით ვანთებთ ღუმელს, ზამთარი ჩვენთან 7 თვე გრძელდება, 5 თვე გაზაფხული, ერთხელ ვასწრებთ დაყრას, ტრამბირებას და გაშრობას. ავადმყოფი ფეხით ვტკეპნი
ნინოწმინდის მერის, ანივარდ მოსოიანის თქმით, მერიამ წარმოადგინა იმ სოფლების სია, სადაც გაზიფიკაცია არ არის, როდის გახდება ნათელი, რომელი სოფლები იქნება გაზიფიცირებული, ვერ ამბობს.«სახელმწიფო პროგრამის თანახმად, წარმოდგენილია იმ სოფლების სია, სადაც არ არის გაზი, მაგრამ ჯერ კიდევ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სამცხე-ჯავახეთის რომელ მუნიციპალიტეტში, რომელ სოფლებზეა გათვალისწინებული პროგრამა. როდის იქნება კონკრეტული პასუხი- ვერ ვიტყვი. გორელოვკისა და ტამბოვის თემებში არ გვაქვს გაზი, დანარჩენი ყველა სოფელი გაზით მომარაგებულია», – ამბობს ანივარდ მოსოიანი.
აღვნიშნავთ, რომ ნინოწმინდის რაიონის 7 სოფელი არ არის გაზიფიცრებული. ესენია: ტამბოვის ეპარქიის სამი სოფელი – ტამბოვკა, რადიონოვკა და ასფარა (ვლადიმიროვკა), მაგრამ ამჟამად ასფარში ერთი ოჯახი ცხოვრობს. ასევე, გორელოვის ეპარქიაში – ეფრემოვკა, ორლოვკა, ჟდანოვი და სამება.