2 ივნისს მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება, რომელიც კოალიცია “მტკვარ-არაქსის” ინიციატივით 1999 წელს დაარსდა, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთდროულად აღინიშნება.
გარემოს ეროვნული სააგენტო მდ. მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს ყოველთვიურად 19 წერტილში, ხოლო კვარტალურად 33 წერტილში ახორციელებს, რომლის შედეგები სააგენტოს ვებ-გვერდზე მუდმივად იდება.
მტკვრის დაცვის დღე კოალიცია “მტკვარ-არაქსის” ინიციატივით 1999 წელს დაარსდა. მტკვრის დაცვის დღე 18 წელია აღინიშნება.
მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მისი აუზი მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს. მტკვრის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია; მდინარის მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 390კილომეტრია. საქართველო წყლის რესურსების სიუხვით კი ევროპაში მე-3 ადგილზეა.