საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 195 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 12 207 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 581, „პისიარ“ ტესტით – 5 626.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,95%, ბოლო 14 დღის – 3,41%, ბოლო 7 დღის – 2,8%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 343 963 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 327 618 გამოჯანმრთელდა, 4 773 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 138 914 ადამიანი, დღიურად აცრილია 763.
კარანტინის რეჟიმშია 44, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 829 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 658 პირი.
ამასთან, 30 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 407 პაციენტი.