საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2635 ლარი ეღირება, ევრო – 3.9824 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.6117 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.2993 ლარი ღირდა, ევრო – 4.0420 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.6735 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 28 მაისს ამოქმედდება.