ადიგენში მძიმე ვირუსული ინფექციის, ყირიმ-კონგოს ცხელება დაფიქსირდა. ინფიცირებულია არასრულწლოვანი გოგო, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 22 მაისს მოათავსეს.

მკურნალი ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ამიტომ დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს.

„22 მაისს შემოიყვანეს ცხელებით, ფაღარათით და ყირიმ-კონგოს დამახასიათებელი ყველა სიმპტომით. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მოვათავსეთ, ჩაუტარდა თერაპიული მკურნალობა, დღეს პალატაში გადმოვიყვანეთ, ტემპერატურამ დაიწია, უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ჩვენთან დარჩება სრულ გამოჯანმრთელებამდე. საყურადღებო პაციენტია, რადგან ყირიმ-კონგო არ არის მარტივი დაავადება“, – გვითხრა კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ბერიძემ.

2021 წელს, სამცხე-ჯავახეთში ეს ყირიმ-კონგოს მესამე შემთხვევაა.

ინფორმაცია ავრცელებს: tv9news.ge