ახალქალაქში ბორის ლომსაძის ქუჩაზე ქარმა ლუდსახარშის საწყობს სახურავი მოხადა, რის შედეგადაც გაზსადენი დაზიანდა. ამ ქუჩაზე გაზმომარაგება შეჩერებულია, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ახალქალაქში ქარი, რამდენიმე საათის განმავლობაში მძვინვარებს. პერიოდულად ძლიერი ქარიშხალი ნადირობას იწყებს, თუ რა დააზიანოს. Jnews–მა მიიღო ბევრი ფოტო, სადაც ძირს დაყრილი, მოგლეჯილი სახურავის ნაწილები ჩანს.
ქარმა ლუდსახარშის საწყობის სახურავის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი ჩამოაგდო, ახალქალაქის N4 სკოლის მახლობლად, სამხედრო აღრიცხვის სამსახურის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მოპირდაპირედ. ქარმა ჩამოაგდო სახურავის საფარი, რითაც გაზსადენი გაწყვიტა. ადგილზე ავარიის აღმოსაფხვრელად სამუშაოები გრძელდება. გაზგამანაწილებელ კომპანია SJGC-ში აცხადებენ, რომ გაზმომარაგება მხოლოდ ლომსაძის ქუჩაზე შეჩერდა, ავარიის აღმოფხვრის სამუშაო საკმაოდ მოცულობითია. იმისათვის, რომ დროულად აღდგეს გაზმომარაგება, მომუშავეები ცდილობენ ავარიის შედეგები საღამომდე აღმოფხვრან, თუმცა, თუ ვერ დასრულდა, გაზის მიწოდება დილით აღდგება.
ქარი მძვინვარებს ყოფილი “მასლოპრომის” ძველ კორპუსზეც
და სადაც ვერ მოახერხა ნაგვის ურნების წაღება, წააქცია.
დღეს ქარმა მაღალი ხეც ჩამოაგდო.
ხემ ახალციხე-ახალქალაქის საავტომობილო გზა გადაკეტა