დღეს დიდ მაესტროს – წარმოშობით ახალციხიდან, ლეგენდარულ შარლ აზნაურს 97 წელი შეუსრულდებოდა.
შარლის ოჯახი ემიგრაციში საქართველოდან წავიდა და 1923 წელს პარიზში დასახლდა. აზნაურის მამა ახალციხეში დაიბადა, დედა კი თურქეთში მცხოვრები სომეხი ვაჭრის ოჯახიდან იყო.
ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე, რომელსაც არტისტი გახსნის წელს ეწვია, მისი სახელობის ვარსკვლავი გახსნეს. ხოლო ჩვენს ქალაქში, ახალქალაქში, დიდი არტისტის საპატივცემოდ მისი პორტრეტი სტრის-არტის სტილში ქალაქის ერთ-ერთი სახლის კედელზე დაიხატა და ქუჩას მისი სახელი დაერქვა.
ამ დასამახსოვრებელ დღეს ჩვენ შანსონების კრებული მოვამზადეთ. გზა, რომელიც უბრალო ბიჭმა მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსამდე გაიარა და ხანგრძლივი, დატვირთული ცხოვრებით იცხოვრა.
”სახელმწიფოს საქმეებში აქტიურად მონაწილეობის მისაღებად, უნდა იცხოვროთ მასში და გაუზიაროთ მის მოქალაქეებს ყველა სიხარული და მწუხარება”.
”ახალგაზრდობა – ცხოვრებისადმი ასეთი თავისებური დამოკიდებულებაა, ის არის თუ, როგორ ლაპარაკობ და რა სიტყვებს გამოიყენებ. და როდესაც კარგავ ახალგაზრდულ გამოხედვას, სწრაფ მოძრაობებს და ბავშვის ლექსიკონს ივიწყებ, როდესაც შენს გარშემო მომხდარი ცვლილებები გარდაუვალია, მალევე იქცევი ისეთ ადამიანად, რომელსაც ხალხში ძველ წუნიად თვლიან”.
”თუ სუსტი სქესი უფრო ძლიერია, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ძლიერ სქესს აქვს სუსტის მიმართ ძალიან ბევრი სისუსტე.”
”უცნაურია, მაგრამ ეს მათხოვრული წლები- ჩემი ცხოვრების ყველაზე მხიარული წლებია. ან იქნებ, ეს არც არის უცნაური… ჩვენ ბედნიერები ვიყავით, განსაკუთრებული სიკეთეების, კომფორტის და საგნების გარეშე- არაფერი, საკუთარი თავის გარდა, სიცილის და ორმხრივი სიყვარულისა! ”.
”რაიმეს მისაღებად უნდა ისწავლო სხვა მსხვერპლის შეწირვა”.
”ყველა ღებულობს საკუთარ გამოცდილებას, რაც მისთვის ერთადერთი ჭეშმარიტი სკოლაა.”
”თუ ბედი ისურვებს, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ სწორი გზა გაჩვენოს”.
შარლ აზნაური 2018 წლის 1 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ მოურიესში გულის უკმარისობის გამო გარდაიცვალა. არტისტის გამოსამშვიდობებელი ეროვნული ცერემონია პარიზში საფრანგეთისა და სომხეთის უმაღლესი წარმომადგენლების, მათ შორის, ემანუელ მაკრონისა და ნიკოლ ფაშინიანის თანდასწრებით გაიმართა. შარლ აზნაურს უკანასკნელად პატივი სამხედრო ორკესტრმა მიაგო, რომლის წევრები მუნდირებში, ხოლო სახელმწიფოს პირველი პირები შავ ჰალსტუხებში იყვნენ.
გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს დაესწრნენ ყოფილი პრეზიდენტები ფრანსუა ოლანდი და ნიკოლას სარკოზი, აგრეთვე სხვა გამოჩენილი პოლიტიკოსები, დიპლომატები, კინოს და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.
ცერემონიას პირდაპირ ეთერში საფრანგეთის თითქმის ყველა სატელევიზიო არხი აჩვენებდა, ხოლო ინვალიდების სახლის მახლობლად ის დიდ ეკრანებზე გაშუქდა. სომხეთში მაესტროს გამოსამშვიდობებელ დღეს ეროვნული გლოვა გამოცხადდა. თუმცა, ამ დღეს არტისტს არა მხოლოდ სომხები დასტიროდნენ, შარლ აზნავურს მთელი მსოფლიო გლოვობდა…
”მე არ მეშინია სიკვდილის, მე უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ, ვხედავ, მესმის, ვგრძნობ და ვტკბები სამყაროთი. ნახეთ, როგორი წინდახედული ვარ! მე არ ვთხოვ, ფაუსტის მსგავსად, ჩემი ახალგაზრდობის დაბრუნებას. უბრალოდ მინდა დავრჩე ისე, როგორც ვარ. სიხარულით დავეთანხმები, რომ მოვითმინო ყველა ის უხერხულობა, რასაც ჩემი ასაკი მიქმნის. თუნდაც მითხრან, რომ ვაჭარბებ, ან ძალიან ბევრს ვითხოვ. თქვენთვის იქნება! მე გთხოვთ, კიდევ ერთი ათასი წელი მომცეთ – არც ისე ბევრია – უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო, რომ ვნახო, როგორი იქნება ჩვენი სამყარო მესამე ათასწლეულში… ” – შარლ აზნავური.