საქართველოში კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 032 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 256, „პისიარ“ ტესტით – 12 776.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,8 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,39 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,03 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 334 705 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 315 254 გამოჯანმრთელდა, 4 540 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 101 415 ადამიანი, დღიურად აცრილია – 4 233.
კარანტინის რეჟიმშია 94, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 221 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 689 პირი.
ამასთან, 19 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 302 პაციენტი.