კომენდანტის საათი ახალქალაქში ძაღლების «მეფობით» იწყება. მაღალსართულიანი კორპუსების ფანჯრებიდან გადმოხედვისას ადგილობრივ მცხოვრებლებს ამ მომენტში ქუჩაში შემთხვევითი გამვლელის  წარმოდგენაც კი აშინებთ. თუკი ქალაქში ხალხი ძაღლების ყეფით იძინებს და იღვიძებს, სოფლებში ხალხს დღისითაც კი ეშინია მარტო სიარულის.

ეს პრობლემა აქტუალურია, არა მხოლოდ ქალაქში, არამედ რაიონის სოფლებშიც. სოფელ არაგვაში მცხოვრები მარუსი ქურდოღლიანის ორივე შვილიშვილი მაწანწალა ძაღლებმა დაკბინეს.

«ბოსტანში უსახლკარო ძაღლები თავს დაესხნენ ჩემს შვილიშვილს, თავს დაესხნენ კედლის ქვემოდან, როდესაც ბავშვი სახლში მოდიოდა, დღემდე აქვთ მკლავებზე ნაკბენის კვალი. სოფლის უფლებამოსილ პირს ვუთხარი, მან მითხრა: დარეკე 112-ში, მათ უთხარი, მაგრამ, რომც მოვიდნენ, თითო ძაღლის მოკვლაში 20 ლარის გადახდა მოგიწევს. სად მაქვს მაგის 20 ლარი, რომ კიდევ მათთვის ვიხადო, მაწანწალა ძაღლი ბევრია», – ამბობს ბებია მარუსია.

shankcac

რამდენიმე დღის წინ, მარუსის რძალი ბავშვთან ერთად სკოლიდან მოდიოდნენ, რა დროსაც  ძაღლების ჯგუფი დაესხათ თავს. საბედნიეროდ, იმ დროს ადგილზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ და ქალი და ბავშვი უსაფრთხოდ მიაცილეს სახლამდე.

სოფელ არაგვას უფლებამოსილი პირი, ღაზაროს უნანიანი ამბობს, რომ უსახლკარო ძაღლების პრობლემა არა მხოლოდ არაგვაში, არამედ მთელ რაიონშია, მან შესაბამისი ზომების მიღების თხოვნით მერიას მიმართა.

«დიახ, ჩვენს სოფელში უსახლკარო ძაღლების პრობლემაა, ისინი თავს ესხმიან არა მარტო ბავშვებს, არამედ ყველას. ეს არ არის სოფლის მოსახლეობის ძაღლები, რომ ცალ-ცალკე ვუთხრათ, თქვენი ძაღლი დააბით. ფულზე არავისთან არ მილაპარაკია, როდესაც ძაღლების დახოცვაზე მითხრეს, ვუპასუხე, რომ მთელ მსოფლიოში ძაღლების დახოცვა არ შეიძლება. რა შემიძლია ვთქვა, ყოველთვის, როცა შეხვედრებზე ვარ, ამ პრობლემაზე ვსაუბრობ», – ამბობს ღაზაროს უნანიანი.

ქალაქის ქუჩებშიც არ არის ძაღლების უკმარისობა, ისინი ჯგუფურად დახეტიალობენ ქალაქში, რაც შიშს იწვევს.

როგორც ახალქალაქის მერმა, იურიკ უნანიანმა გვაცნობა, როგორც ადრე, ახლაც მათ შეუძლიათ სოფლებიდან დარეკონ და მაწანწალა ძაღლების შესახებ აცნობონ, რასაც პრობლემის მოგვარება მოჰყვება.

«ტენდერი ჩატარდა, სამუშაოები უკვე დაწყებულია. რა თქმა უნდა, თავიდანვე ყურადღება გამახვილებულია აგრესიულ ძაღლებზე, რომლებიც ზიანს აყენებენ ადამიანს. მათ შეუძლიათ ნებისმიერი სოფლიდან მოგვმართონ, რომ ძაღლების დაჭერისა და ვაქცინაციისთვის ზომები იქნას მიღებული. ეს პროცესი მთელ რაიონს ეხება», – აღნიშნავს უნანიანი.

შარშან ახალქალაქში ოფიციალურად დარეგისტრირდა ძაღლისგან დაკბენის 72 შემთხვევა, წელს – ჯერჯერობით 22 შემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ ზედიზედ 5 წლის განმავლობაში ახალქალაქის რაიონი ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხას გამოიყოფა მაწანწალა ძაღლების დასაჭერად.

წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 033 ლარია გამოყოფილი ცხოველების დაჭერისთვის (სტერილიზაციის, კასტრაციის, ვაქცინაციის, იდენტიფიკაციის ან, აუცილებლობის შემთხვევაში, ევთანაზიისთვის). ტენდერი უკვე ჩატარდა. იგივე თანხით გაიმარჯვა ოზურგეთელმა კერძო მეწარმემ გელა ნაცვლიშვილმა. კონტრაქტის თანახმად, კერძო მეწარმემ წლის ბოლომდე 146 ძაღლი უნდა დაიჭიროს. სამუშაოები ეტაპობრივად, 2021 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს.