საქართველოში კორონავირუსის 1 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 070 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 468 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 651, „პისიარ“ ტესტით – 10 817.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 3,61%, ბოლო 14 დღის – 5,35%, ბოლო 7 დღის – 4,4%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 327 831 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 307 334 გამოჯანმრთელდა, 4 397 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 81 076 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 722.
კარანტინის რეჟიმშია 65, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 253 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 730 პირი.
ამასთან, 13 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა.