არაგვ-კოთელიის გზა 2017 წელს საქართველოში რეგისტრირებულმა სომხურმა ორგანიზაციამ შპს «А.А.Б»-მა გაარემონტა. ორგანიზაციამ ტენდერი 4 000 000 ლარით მოიგო.
image00028
image00021

2020 წელს იმავე გზაზე ორმოების აღმოფხვრის სამუშაოები კომპანია «ჯავახ ავტო გზამ» ჩაატარა.

თუმცა, წელიწადზე ნაკლებ დროში გზა დაიშალა, და რამდენიმე ადგილას კი არა, არამედ მთელ სიგრძეზე. მძღოლები მუდმივად გამოხატავენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ამ გზაზე მოძრაობის შემდეგ მანქანები შესაკეთებელია, მაგრამ მათ სხვა გზა არ აქვთ.

”მე ვფიქრობ, რომ ან ჩვენი სახელმწიფოა მიტოვებული ან ჩვენს რეგიონს ტოვებენ უყურადღებოდ. რა არის ეს, როგორ შეიძლება განვითარებულ ქვეყანაში ასეთი გზები არსებობდეს? ასეთი გზებია მთელ რაიონში, ასპინძამდე, ამის შემდეგ არავითარი დაზიანებული გზა არ არის. ჩვენ გვგონია, რომ ნორმალურ ადგილას ვცხოვრობთ. განა ვინმეს ვაინტერესებთ ჩვენ? გვეუბნებიან, უჩივლეთო. უჩივლეთ რამდენიც გინდათ, ვის აინტერესებს. ხალხი უკვე დაიღალა ამ უყურადღებობით”, – ამბობს მძღოლი, რომელიც დღეში რამდენჯერმე სარგებლობს ამ გზით. image00018
image00013

ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი ამბობს: ”ეს გზა საგზაო დეპარტამენტს ეკუთვნის, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის მათი ინფორმირება გზის მდგომარეობის შესახებ. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ. გვითხრეს, რომ ტენდერი უკვე გამოცხადებულია და როდესაც ის დასრულდება, ხელშეკრულება გაფორმდება, შემდეგ კი დაიწყება გრეიდირების სამუშაოები”.