დღეს, 1 მაისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ახალქალაქელთა ახალგაზრდების გუნდ “აბულსა” და ახალციხის “მესხეთის” გუნდს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ახალქალაქის გუნდმა მოიგო.
დღეს, 1 მაისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმბურდოში, დღის მეორე ნახევარში 2005-2006 წწ. მოზარდებს შორის ფეხბურთის რეგიონალური ჩემპიონატი დაიწყო. ახალქალაქის სპორტული სკოლის გუნდი “აბული” პირველ ტურში ახაციხელების გუნდ “მესხეთს” შეხვდა.
ახალქალაქის სპორტული სკოლის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ანგარიშით – 6: 3 მოიგეს.
გოლები გაიტანეს: სარგის ხაჩატრიანმა, მელის მაიტესიანმა, რაფაელ თოროსიანმა, ზორიკ კირაკოსიანმა, არტავაზდ პალიანმა.
ტურნირი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ქალაქებში გაიმართება და ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.