რუსეთმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დსთ-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებიან, 15 ივნისამდე უნდა დატოვონ ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპორტაცია ემუქრებათ. ჯავახეთის ბევრი მცხოვრები, პანდემიის დროს სხვადასხვა გზით გაემგზავრა რუსეთში, გადაიხადეს ფული და სხვადასხვა დაბრკოლებები გადაიტანეს, რადგან ოჯახს ვეღარაფრით ინახავდნენ. ახლა ისინი მზად არიან 1000 ლარზე მეტი დახარჯონ რუსეთიდან სომხეთში ჩასაფრენად და უკან დასაბრუნებლად, რომ მუშაობა განაგრძონ.
დსთ-ს წევრმა ქვეყნებმა 15 ივნისამდე რუსეთში არალეგალურად მყოფი მოქალაქეები უნდა წაიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვი საზღვრების დახურვამდ მიიღებს ზომებს, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე გოროვოიმ. ამის შესახებ მან დსთ-ს წევრი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე თქვა.
”კოლეგებო, თხოვნით მინდა მოგმართოთ. თქვენი მოქალაქეების ის რაოდენობა, რომლებიც ამჟამად ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, უკანონოა“, – განაცხადა მან. — თუ ჩვენ ამ რაოდენობას 15 ივნისამდე არ ამოვიღებთ, როგორც პრეზიდენტის ბრძანება ითვალისწინებს, ეს ადამიანები დაისჯებიან გაძევებამდე და საზღვრების დახურვამდე”.
პანდემიის გამო, მიგრანტთა ნაწილმა მოახერხა რუსეთის დატოვება, მაგრამ საზღვრების დაკეტვის გამო, ვერ მოახერხა დაბრუნება, ზოგი კი სახლში წასვლის შესაძლებლობის გარეშე დარჩა. პრეზიდენტის ბრძანებით, დარჩენილ უცხოელებს 2021 წლის 15 ივნისამდე გაუგრძელებენ რუსეთში დარჩენის, ან ბინადრობის უფლებას, რეგისტრაციის დროს და მათი იურიდიული სტატუსის მოგვარების სხვა ზომებს. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში არალეგალურად სომხეთის 61 000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება. მათ შორის, ჯავახეთის მოსახლეობაც არის.
ბევრი ჯავახეთიდან სხვადასხვა გზით წავიდა. ძირითადად უმეტესობას სომხური პასპორტი აქვს, ანუ ისინი რუსეთში იმყოფებიან, როგორც სომხეთის მოქალაქეები. ზოგი რუსეთში ბელორუსის გავლით შევიდა რუსეთის საზღვრზე რეგისტრაციის გავლის გარეშე. ბევრი პანდემიამდეც იყო არალეგალურად.
ხაჩატური რუსეთში 2021 წლის დასაწყისში გაემგზავრა, რადგან მიხვდა, რომ საზღვრები მალე არ გაიხსნებოდა. ის რუსეთში ბელორუსის გავლით ჩავიდა. მას ჰყავს ნათესავი, რომელიც საბუთების მოწესრიგებით არის დაკავებული. საბოლოოდ ნათესავმა რუსეთში შესვლის შემდეგ 1 თვის განმავლობაში ხელი შეუწყო რეგისტრაციაში. ამიტომ, ხაჩატური ლეგალურად იმყოფება რუსეთში და იძულებული არ არის 15 ივნისამდე წამოვიდეს. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში შესვლის მომენტიდან 1 თვის შემდეგ, თუ ადამიანი არ დარეგისტრირდა, მაშინ მისი იქ ყოფნა არალეგალურად ითვლება.
ბევრმა არ იზრუნა რეგისტრაციაზე და რუსეთში არალეგალურად იმყოფება. გაძევების სიახლემ ისინი შეაშფოთა. ყველა ფიქრობს, თუ, როგორ უნდა გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. ბევრმა გადაწყვიტა, მიუხედავად ძვირადღირებული ავიაბილეთებისა (1000 ლარზე მეტი) გაემგზავროს სომხეთში და კვლავ გადავიდეს რუსეთში და ლეგალურად გააკეთოს ყველა დოკუმენტი. რადგან ახლა ეს უკვე შესაძლებელია. იმ დროს, როცა ისინი მიემგზავრებოდნენ, რუსეთში ლეგალურად შესვლის საშუალება აღარ არსებობდა.
”ახლა ასეთი სიტუაცია და კანონია, ხვალ არ ვიცი რა მოხდება”, – ამბობს ხაჩატური.