საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 058 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 226 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით –3 463, პისიარტესტით – 7 763

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,64%, ბოლო 14 დღის – 4,03%, ბოლო 7 დღის – 4,51%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 304 272 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 287 029 გამოჯანმრთელდა, 4 043 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 38 553 პირი, დღიურად აცრილია – 963.

კარანტინის რეჟიმშია 227, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 676 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 727 პირი.

ამასთან, 25 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 966 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 222 პაციენტი.