საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დედის მიმართ ძალადობის ბრალდებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის ერთ-ერთი მცხოვრები დააკავეს, – ამის შესახებ tv9news-ი იტყობინება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას.