ამ დღეებში ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მედდას კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა ნორმალურია, მას დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს. ცენტრის დანარჩენი თანამშრომლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ, მათ პერიოდულად უტარდებათ ტესტირება, კვირაში ერთხელ.
გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება ყოველ კვირას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში უტარდებათ. მეორე დღეს კორონავირუსი სასწრაფო დახმარების ერთ–ერთ თანამშრომელს, მედდას დაუდასტურდა. დანარჩენი თანამშრომლები ჯანმრთელები არიან.
2020 წლის ოქტომბერში, ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი კორონავირუსით მასობრივად დაინფიცირდა. თავდაპირველად ვირუსი 13 თანამშრომელს დაუდასტურდა, შემდეგ კი 2-3-ს, შედეგად სასწრაფო დახმარების სამსახურის მუშაობა მაშინ, თითქმის პარალიზებული იყო.