ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრში დღეს, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება დაიწყო ჰიმნით, შემდეგ ქართული ენის წრის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართველი და უცხოელი კულტურის სფეროს მოღვაწეთა გამონათქვამები, ლექსები ქართულ ენაზე და საქართველოზე, ხოლო საცეკვაო წრის ბავშვებმა  ქართული ეროვნული ცეკვა შეასრულეს.

kentron2

ღონისძიების ორგანიზატორმა, ქართულენოვანი კლუბის ხელმძღვანელმა,  ვარდუი კურგინიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში ცხოვრების დროს ეთნიკური უმცირესობების მოვალეობაა ქართველი ხალხის ისტორიის შესწავლა, ქართული ენის ცოდნა, მათი რწმენის პატივისცემა, ტრადიციების და ჩვეულებების, მაგრამ ამასთანავე უანგარო სიყვარული, ენის და რწმენის დაცვა.

kentron3

kentron4

ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა,. კარინე თადევოსიანმა მადლობა გადაუხადა ბავშვებს ქართული გამოსვლისთვის, ხაზი გაუსვა სახელმწიფო ენის შესწავლის აუცილებლობასა და მნიშვნელობას და მოუწოდა მათ უცხო ენის სწავლისას შეინარჩუნონ მშობლიური ენა.

დედაენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება