ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დღესდღეობით სამი ვაკანსიაა: ორი კოჩიოს სკოლის მასწავლებლის და ერთი N3 სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე.
სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლაში ვაკანსია გამოცხადდა მე-6 კლასის მათემატიკის მასწავლებლის, ფიზკულტურისა და სპორტის მასწავლებლებისთვის. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 18 აპრილია.
იმის გასარკვევად, ატარებენ თუ არა ამ გაკვეთილებს კოჩიოს სკოლაში, Jnews-ი სკოლის დირექტორს არტურ ბალასანიანს ესაუბრა. მან უხეშად გაგვცა პასუხი, რომ ეს ჩვენი საქმე არ არის და არ უნდა დავინტერესდეთ.
ვაკანსია გამოცხადდა ასევე N3 საჯარო სკოლის (ქართული) დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. განაცხადის მიღების ბოლო ვადა იწურება 27 აპრილს იწურება.