კორონავირუსის პანდემიის და ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დადგომისთანავე, საქართველო ცდილობს ამ სიტუაციაში მოქალაქეებსა და ბიზნესებს «გადარჩენაში» დაეხმაროს. პროგრამები ხორციელდება ფიზიკური პირების სესხების გადავადების და დაზარალებული ბიზნესის სესხების სუბსიდირებისათვის. მიუხედავად ამ პროგრამებისა და მთავრობის მიერ დახარჯული მილიონებისა, მოსახლეობაც და ბანკებიც ზარალში დარჩნენ.
2020 წლის მარტიდან საქართველო სამი თვის განმავლობაში სრულ და უპირობო ლოქდაუნში იყო, ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიის სწრაფი გავრცელება იყო.
თუკი ზოგიერთ შემთხვევაში დისტანციური მუშაობა შესაძლებელი იყო, ზოგან ხალხი შემოსავლის დაკარგვის ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. მთავრობის მიერ მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიღებული ზომები არასაკმარისი იყო იმისთვის, რომ მოსახლეობას შეძლებოდა საკვებისა და კომუნალური გადასახადების გარდა, წინასწარ აღებული სესხები გადაეხადა.
გაკოტრების ფაქტის წინაშე აღმოჩნდა ზოგიერთი ტიპის ბიზნესი, რომელთათვისაც პრობლემები დღემდე არსებობს. სასტუმროებსა და ბიზნესის ყველა იმ სახეობას, რომლებიც ასე თუ ისე დამოკიდებულნი არიან ტურისტებზე, ჯერ კიდევ არ აქვთ შემოსავალი.
ანტიკრიზისული საბანკო პაკეტი
2020 წლის 24 აპრილს მთავრობამ ანტიკრიზისული ზომების პაკეტი წარმოადგინა, რომელიც ორიენტირებული იყო:
– სოციალური დახმარების გაწევაზე (1,04 მლრდ ლარი)
– ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაზე (2,11 მილიარდი ლარი)
– დანდაცვის სისტემის გამყარებაზე (350 მილიონი ლარი) პანდემიასთან ბრძოლის მიზნით.
შემოიღეს დარგობრივი სამოქმედო გეგმები, რომლებიც ეხება კერძოდ, ტურიზმს, სოფლის მეურნეობას და მშენებლობას. ასევე, ზოგიერთმა ბანკმა დააანონსა, რომ მათ კლიენტებს 3 თვით შეუძლიათ სესხის გადავადება.
6 აგვისტოს დააანონსდა დამატებითი ღონისძიებები. მოფიქრებული და განხორციელებული იყო ღონისძიებები კომერციული ბანკების მხარდასაჭერად. ცენტრალურმა ბანკმა მიიღო ზომები, რომლებიც ლიკვიდურობის უზრუნველყოფაზე არის მიმართული (ბანკის შესაძლებლობა უზრუნველყოს თავისი ვალდებულებების დროული და სრული შესრულება). კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს სესხი ხელახლა გადაუვადეს სამ თვემდე ვადით, ასევე მოახდინეს მეწარმეების და მოქალაქეების სესხების რესტრუქტურიზაცია, რომლებსაც მათთვის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
სახელმწიფო ფული ჩადებული იყო საკრედიტო-საგარანტიო ფონდის სისტემაშიც, რომელიც ეხმარებოდა დაზარალებულ ბიზნეს-სექტორს. როგორც რესტრუქტურიზაციაში, ისე ახალი სესხების შეძენაში. დახმარება ითვალისწინებდა სესხის პროცენტის ნაწილის სუბსიდირებას. ანტიკრიზისული პროგრამის პირველ ეტაპზე 330 მილიონი ლარი შეიტანეს საკრედიტო-საგარანტიო ფონდში, რამაც შესაძლებელი გახადა 2 მილიარდი ლარის სესხის პორტფელის უზრუნველყოფა გარანტიებით ახალი კრედიტებით თანხის 90% და 30% რესტრუქტურიზებული სესხები. მეოთხე ეტაპზე კი, ეს პროგრამა კიდევ 100 მილიონი ლარის ჩადებით გაგრძელდა.
ბანკები და ხალხი
ანტიკრიზისული პროგრამის დასაწყისში სახელმწიფო ტრიბუნებიდან ხმამაღლა განაცხადეს, რომ კომერციული ბანკები კლიენტებს კრედიტების სამთვიან საშეღავათო პერიოდით უზრუნველყოფენ, ამასთანავე დანამატის გარეშე. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ნორმატიული მოთხოვნები, რათა კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებისთვის გადახდის ვადის შეცვლის პროცესში მაქსიმალური მოქნილობა უზრუნველჰყონ. ამ ინიციატივას ზოგიერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაც შეუერთდა.
ამჟამად საქართველოში 15 ბანკი მუშაობს, მათგან ოთხი ახალქალაქში – საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, TBC ბანკი და Finka ბანკი. ასევე არსებობს კრედიტის აღების შესაძლებლობა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Credo-დან. იმ დროისთვის ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა არაცალსახა რეაგირება მოახდინეს. ახალქალაქის მაცხოვრებლებმა მედიის დახმარებით შემდეგი ინფორმაცია მიიღეს.
Finca Bank-ი: სპეციალური პირობები შესთავაზა მხოლოდ იმ კლიენტებს, რომელთა საქმიანობაზე და შემოსავალზე საქართველოში შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად იმოქმედა. საშეღავათო პერიოდი არ ვრცელდებოდა აგრო და საავტომობილო სესხებზე, ასევე საკრედიტო ლიმიტზე, ოვერდრაფტზე (მოკლევადიანი საბანკო სესხების სპეციალური ფორმა), ბიზნეს-სესხებზე და სადეპოზიტო სესხებზე. სპეციალური საშეღავათო პერიოდი ავტომატურად არ იყო გააქტიურებული. იმ შემთხვევაში, თუკი კლიენტი საშეღავათო პერიოდს იღებდა, ყოველთვიური გადასახდელი თანხა ოდნავ გაიზარდა, რადგან, როგორც Finca-ს ანგარიშშია ნათქვამი, ბანკი ანაწილებს სესხის დაფარვის საშეღავათო პერიოდში დარიცხულ პროცენტს.
Credo: (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) ასევე გამოაქვეყნა სამთვიანი საშეღავათო პერიოდის შესახებ განცხადება. საშეღავათო პერიოდი ვრცელდებოდა ბანკის ყველა იმ მომხმარებელზე, ბიზნესზე ან კერძო შემოსავალზე, რომლებიც ლოქდაუნის გამო დაზარალდნენ. სესხის გადავადებაზე განაცხადი კლიენტს დამოუკიდებლად უნდა შეეტანა. თუმცა, ბანკმა კლიენტებს მოუწოდა, არ გამოიყენონ საშეღავათო პერიოდი და დროულად დაფარონ სესხი.
საქართველოს ბანკი: 2020 წლის 13 მარტიდან კლიენტებს, რომლებიც ვალდებულნი არიან სესხი დაფარონ, სესხის დაფარვის სამთვიანი გადავადების საშუალება მიეცათ, ანუ შეუძლიათ სესხები ივნისამდე არ დაფარონ. ეს პირობები ვრცელდებოდა ყველა ტიპის სესხზე. ბანკმა აიღო ვალდებულება კლიენტებს ეტაპობრივად მიაწოდოს ინფორმაცია. თუ კლიენტს არ სურს ამ შეთავაზებით ისარგებლოს, უნდა დაუკავშირდეს ბანკირს ან დაურეკოს მათ საინფორმაციო ცენტრს.
TBC Bank-ი: მიირეს გადაწყვეტილება საშეღავათო პერიოდი შესთავაზოსნ ფიზიკურ პირებს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს, აგრეთვე ყველა იმ ბიზნესმენს, რომლებიც მუშაობენ ტურისტულ, კვების და ისეთ იდუსტრიაში, რომელსაც ხალხის მასობრივი შეკრება ახასიათებს. სამთვიანი საშეღავათო პერიოდი ვრცელდებოდა, როგორც ძირითად თანხაზე, ასევე საპროცენტო. TBC Bank-ი ასევე ვალდებული იყო შეღავათების პირობების შესახებ სრული ინფორმაცია მოეწოდებინა.
Liberty Bank-ი: საკრედიტო ვალდებულების მქონე ყველა პირს სესხების დასაფარად სამთვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზა. შეთავაზება ავტომატურად გავრცელდა იმ პირებზე, რომლებიც სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობდნენ და სამი თვის განმავლობაში სოციალური შეღავათის მიმღები არცერთი პირი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანხის ოდენობას არ უნდა გადაცილებულიყო. ბანკი ასევე ვალდებული იყო სოციალური შეღავათების შესახებ ინფორმაცია ინდივიდუალურად მიეწოდებინა. კლიენტის მოთხოვნით, შეთავაზების შეცერება იყო შესაძლებელი.
ერთი შეხედვით გასაგები საშეღავათო შეთავაზებები მაინც არ იძლეოდა მომხმარებლების ყველა კითხვაზე პასუხს. მაგრამ ბევრი ბანკი მომხმარებლებს ძირითადად SMS-ის საშუალებით ქწვდიდა ინფორმაციას. თუმცა, რთულ ეკონომიკურ ენაზე დაწერილი შეტყობინებები ძნელად გასაგები იყო თუნდაც ქართველი ადამიანებისთვის. ხოლო ჯავახეთის მცხოვრებლები, რომლებმაც ჯერ კიდევ სრულყოფილად არ იციან სახელმწიფო ენა, არა მხოლოდ ვერ მიხვდნენ, რომ 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი იქნებოდა, არამედ ისიც, რომ თუ უარყოფის SMS-ს არ გაუგზავნიან ბანკს, ავტომატურად ჩაერთვებიან ამ სისტემაში.
«არ ვიცოდი, რომ ბანკში უნდა წავსულიყავი, რომ შეღავათებზე უარი მეთქვა, ვერ ვხვდებოდი, რომ საშეღავათო პერიოდის შემდეგ მეტის გადახდა მომიწევდა. მართალია ბანკისგან SMS-ი მივიღე ქართულ ენაზე და არ მივაქციე ყურადღება, რადგან ენა არ ვიცი. მე ყოველთვიურად ვიხდიდი წინასწარ შეძენილი ტექნიკისთვის. რადგან ვმუშაობ და ლოქდაუნმა გავლენა არ მოახდინა ჩემს შემოსავალზე, არ მიფიქრია, რომ გადახდა უნდა გადამედო, მაგრამ ეს უცნაური იყო, მე ვიხდიდი და დავალიანება არ იფარებოდა და სხვა თვეში გადადიოდა, მაშინ ვიფიქრე, რომ რადგან არსებობს ასეთი შესაძლებლობა, რატომ არ გამოვიყენო. ამასთანავე ჩემთვის მოწოდებულ ინფორმაციაში დამატებით თანხაზე საუბარი არ ყოფილა. მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მე დამატებით გადავიხადე 40, ან 50 ლარი. არ მესმოდა რისთვის, მაგრამ გადავიხადე, რადგან არ მსურს პრობლემები შემექმნას ბანკთან», – ამბობს ახალქალაქის მკვიდრი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
დარიცხვები სესხის ვადის, ზომისა და პირობების მიხედვით სხვადასხვა იყო. ბევრი თვლიდა, რომ გადავადება მათ სესხებს დამატებით ღირებულებას არ დაუმატებდა. თუმცა, ისინი ძალიან გაოცებულები იყვნენ, რომ საბოლოოდ სესხის თანხა გაიზარდა.
« ყველაფერი სესხს ამძიმებს. მათ გვითხრეს, რომ 6 თვის განმავლობაში შეაჩერებდნენ სესხებს. ამ ექვსი თვის განმავლობაში დავითვალეთ და დამატებით თანხა, პროცენტი ავიღეთ. რომ გვცოდნოდა, რომ ჩვენგან პროცენტს მოითხოვდნენ, როგორმე სესხებს დროულად გადავიხდით. უბრალოდ 6 თვის განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ პროცენტი არ იქნებოდა, მაგრამ როცა გადასახდელად მივედით, აღმოჩნდა, რომ ათას რაღაც ლარის პროცენტი დაგროვდა და ეს იმ თანხის გარდა, რაც უნდა გადავიხადოთ. ჩვენ მოტყუებულები ვართ»,- ამბობს ახალქალაქის მცხოვრები, მარინა ხოდიკიანი.
ფიზიკურ პირებთან შედარებით ბიზნესისთვის სარგებელი დროებითი, მაგრამ ხელსაყრელი აღმოჩნდა. თუმცა მიღებული სუბსიდიები, რა თქმა უნდა, არაფერია კრიზისის გამო მიღებულ ზარალთან შედარებით.
“გადავიხადე მთავარი სესხი, მაგრამ არის სესხი, რომელშიც სახლი მაქვს ჩადებული. მას სულ გადავდებთ ხოლმე. შეგვიძლია გადავიხადოთ ოთხ თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ. ჩვენ არ გადავიხადეთ სამი თვის განმავლობაში და დავწერეთ განცხადება და გადავდეთ. აღარ ავიღებ სესხებს. იმიტომ რომ ჩვენ საფრთხე გვემუქრებოდა, როდესაც სესხი ავიღე, დოლარი 1.6 ლარი ღირდა. შემდეგ 2.5-მდე გაიზარდა, შემდეგ გაიზარდა და გაიზარდა და დოლარის კურსის გამო ბევრი ვიზარალე. ყველა სესხი უკვე გადავიხადე, ” – ამბობს ბიზნესმენი, მნაცაკან ჰოვანისიანი.
როგორც ბანკებისა და სესხების ექსპერტი გიორგი კეპულაძე განმარტავს, შეღავათები სასარგებლოა, თუკი სესხების გადასახდელად ფული საერთოდ არ არის. საქმე იმაშია, რომ თუ სესხებს დროულად არ გადაიხდით, პროცენტისა და თანხის გარდა, ჯარიმების თანხა ემატება, რაც სესხის ოდენობიდან გამომდინარე განსხვავებულია. შეღავათები ასევე ამატებენ თანხას, ოღონდ გადავადებისთვის.
«პრინციპში, ამით მომხმარებლებმა დრო მოიგეს. რადგან ქვეყანა მთლიანად დაკეტილი იყო, ხალხს ფული არ ჰქონდა. ზოგს საკვების თანხაც კი არ ჰქონდა, არა მხოლოდ სესხის დასაფარად. შეღავათების წამგებიანობა დამოკიდებული იყო რაოდენობაზე, სესხის ოდენობაზე და რა თქმა უნდა, პერიოდზე», – განმარტავს საზოგადოებრივი ორგანიზაცია «საზოგადოება და ბანკების» თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე.
ის, რომ ზოგიერთმა ბანკმა ბუნდოვნად აუხსნა თავის კლიენტებს, რომ ხელშეკრულების თანახმად, მათ სესხის ოდენობაზე მეტის გადახდა მოუწევდათ, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) უფროსი თანამშრომელი გიორგი მჟავანაძე ამას თაღლითობად არ თვლის.
«როცა მათ ეს შეღავათი შესთავაზეს, მომხმარებლებმა იცოდნენ, რომ თუ ამ სამი თვის განმავლობაში არ გადაიხდიდნენ, გადასახადი ყოველთვიურად გაიზრდებოდა, მაჩვენებელი იგივე იქნებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ტექნიკურურად თაღლითობა არ არის, მაგრამ ეს მომხმარებლის ინფორმირების დაბალი დონეა. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო ამ სისტემაზე უარის თქმა», – ამბობს გიორგი მჟავანაძე.
მთელი საქართველოს მასშტაბით, შეგნებულად თუ არა ინფორმაციის მიხედვით StopСoV.ge ამ შესაძლებლობით 600 000 მსესხებელმა ისარგებლა.
Made with Visme Infographic Maker
ბანკებმა რატომ განიცადეს ზარალი
იმისთვის, რომ საბანკო სისტემა არ ამოიშალოს კრიზისისა და კლიენტებისთვის მთავრობის მიერ ინიცირებული შეღავათების ფონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაააქტიურა ოპერაცია “სპოტი” (მიმდინარე კურსით ვალუტის ყიდვა ან გაყიდვა («სპოტ») იმავე ვალუტის სავარაუდო სამომავლო კურსით ამავდრიული ყიდვა ან გაყიდვა(«ფორვარდ»). ამ ოპერაციების მიზანია სისტემაში ლიკვიდურობის რისკის შემცირება, ლიკვიდურობის რისკის შეჩერება ეკონომიკის დასაფინანსებლად ხელისშემშლელ ფაქტორად გადასაქცევად.
ლიკვიდურობა – აქტივების საბაზრო ფასებით სწრაფად გაყიდვის შესაძლებლობა.
200 მილიონი აშშ დოლარი “სპოტი” ინსტრუმენტზე ბანკებს შორის ბაზარზე მათი წილის პროპორციულად იყო განაწილებული. გარდა ამისა, ზედმეტი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, ერთ ორგანიზაციას დაეკისრა საერთო მოცულობის 25%-იანი ზღვარი, რაც მცირე ბანკებისთვის რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის. “სპოტ” ოპერაციების ვადა 1 თვის ვადით განისაზღვრა, მომდევნო1 წლის განმავლობაში ყოველთვიური განახლების უფლებით. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაააქტიურა სარეზერვო გაცვლის ინსტრუმენტი.
«როდესაც ეკონომიკური კრიზისია, ეს ეხება ყველას, ბანკებს, ხალხს და ბიზნესს. რაც შეეხება ბანკებს, მათ აქვთ ზარალი, მაგრამ ამან გავლენა მოახდინა ეკონომიკურ ვითარებაზე. მაგრამ ახლა non performing loans-ის გამო (არამომუშავე სესხები)- ეს არის სესხები, რომლებსაც ხალხი დროულად არ იხდის. მთავარი მიზეზი არის კრიზისი და გადახდის გადადება, თუ ბანკებში დეპოზიტები ყოველთვიურად გადაიდება, რა თქმა უნდა, ბანკებს დაზარალდებიან», – განმარტავს საზოგადოებრივი ორგანიზაციის” საზოგადოება და ბანკები “თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე.
სხვა ფაქტორებთან ერთად, საბანკო სისტემის დანაკარგების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლო საკრედიტო ზარალის რეზერვების ზრდა იყო, რაც 1,2 მლრდ. ლარს შეადგენდა.
ბანკები, სესხები და შედეგები