ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ კიდევ არ გეგმავს ქალაქის ქუჩებიდან უკანონოდ დამონტაჟებული ვაგონების, ან ნაგებობების დემონტაჟს. მე-15 ქალაქური დასახლებასთან  მდებარე მშენებლობები, რომელთა ლეგალიზაციაც მოსახლეობას სურდა, ასევე ჯერ ვერ დარეგისტრირდება.

ახალქალაქში ვაგონებისა და უკანონო შენობებისგან ქალაქის გაწმენდის ინიციატივა  2018 წელს განხორციელდა და უნდა გაგრძელებულიყო. თავიდანვე ამას უკმაყოფილება მოჰყვა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ვაგონებს იყენებდა, თუმცა ამის მიუხედავად, მერიამ ქალაქი ცენტრალური ქუჩებიდან მაინც გაიტანა 60-მდე ვაგონი .

მოსახლეობამ, ასევე, გააპროტესტა მერიის გადაწყვეტილება, რომელიც მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალქალაქში ყოფილი მე-15 დასახებაში შენობების ლეგალიზაციაზე უარს შეეხება.  მერიაში თვლიან, რომ ეს შენობები არალეგალურად არის აშენებული.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, იურიკ უნანიანმა Jnews-თან საუბარში განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი ქალაქის ქუჩებიდან ძველი შენობებისა და ვაგონების გატანის სამუშაოების განახლება.

«გეგმები ჯერ არ არის, ვფიქრობ, რომ ჯერ არ არის საჭირო. ის ვაგონები, რაც გავიტანეთ, მიტოვებული იყო. მთავარია, ცენტრალური ქუჩები გავათავისუფლეთ. ახლა კი რამის გატანა, რამის დატოვება არასწორი იქნება. არსებობს შენობები, რომლებიც 30 წლის წინ აშენდა, პერიფერიულ ქუჩებზე ბევრი ასეთი ძველი და ულამაზო შენობაა», – თქვა იურიკ უნანიანმა.

მისივე თქმით, მათ არ დაარეგისტრირეს უკანონო ვაგონები და შენობები ქალაქში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ამის გაკეთება შეუძლიათ.

ყოფილი მე-15 დასახლების მახლობლად მდებარე შენობების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, იურიკ უნანიანმა განაცხადა: «22-მა ადამიანმა მისწერა წერილი გუბერნატორს, რათა ხალხს მშენებლობის ნება დართოს და დააკანონოს, მაგრამ მეჩვენება რომ არც ისე მარტივია ეს, ამ შენობების უკან ტერიტორია თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. მშენებლობა აქ ჯერჯერობით შეჩერებულია. ადვილი არ არის მისი დანგრევა. იქ დაახლოებით 25 შენობაა».

ხოლო ქალაქ ახალქალაქის ტერიტორიაზე ახალი შენობებისთვის მიწის ფართის გამოყოფაზე, იურიკ უნანიანმა განმარტა, რომ ამ ხნის განმავლობაში კანონიერად გამოყოფილი იყო მხოლოდ ერთი ადგილი, დაახლოებით «ავერსის» აფთიაქთან. მან ასევე თქვა, რომ ფართი მცხოვრებლებს გადაეცემათ, თუ ისინი საჭირო ადგილს მოსახერხებლად ჩათვლიან. მერიის მიერ გამოყოფილ მიწის ფართებს შემდეგ საკრებულო ამტკიცებს.

«ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ადგილი იქნება, თუ ის მოუხერხებელია, ჩვენ ვერ გამოვყოფთ მას”, – თქვა ახალქალაქის მერმა იურიკ ხუნანიანმა.

«გააჩნია რა ადგილას არის, თუ არ იქნება ხელსაყრელი, ვერ გადავცემთ», – თქვა ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა.
ვაგონების გადაადგილება მუდმივი ხასიათის ღონისძიება იქნება

ვაგონების გაადგილება გრძელდება

ქალაქის ვაგონებისგან გაწმენდის პროცესი დროებით შეჩერებულია