საქართველოს პარლამენტში მთიანი ყარაბაღის საკითხზე დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელს მოუსმენენ. საკითხის განხილვა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში იგეგმება.
კომიტეტის დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ მსჯელობა გაიმართება თემაზე – „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამშვიდობო შეთანხმების გავლენა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გარემოზე“. კომიტეტის ფარგლებში დეპუტატები დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, შალვა ლომიძეს მოუსმენენ.
კომიტეტის სხდომა სავარაუდოდ დაიხურება, რადგან ბოლო პერიოდში მსგავს საკითხებზე კომიტეტის სხდომები იხურება.