პოლიტოლოგმა, არა პაპიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, რადაც ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
“დღეს გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობამ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება ჩამომართვა. ბუნებრივია, ამას ახსნა არ ექნება. თურქეთის ჩარევას თუ გამოვრიცხავთ, ეს შესაძლოა, ჩემს მიერ დაწერილ, სამეცნიერო შინაარსის სამ სხვადასხვა სტატიას უკავშირდებოდეს, რომლებიც გარკვეულ წილად, საქართველოსთანაც არის დაკავშირებული. საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიმართ, არასდროს დამიწერია რაიმე შეურაცხმყოფელი და არ გამივრცელებია დეზინფორმაცია.
დიახ, მე ვაქვეყნებდი და მომავალშიც განვაგრძობ იმ დოკუმენტებისა და ფაქტების გამოქვეყნებას, რომლებიც საქართველოს მმართველ ძალებს შესაძლოა არ მოეწონოთ. ეს ჩემი პრობლემა არ არის. თუკი ისინი არ ეთანხმებიან ჩემს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში არსებულ ფაქტებსა და ინფორმაციას, შეუძლიათ ისინი მეცნიერულად უარყონ. მაგრამ XXI საუკუნეში, მეცნიერული მსჯელობისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არ ეკადრება იმ ქვეყანას, რომელიც თავს დემოკრატიულ სახელმწიფოდ მიიჩნევს.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომავალშიც განვაგრძობ სამეცნიერო, პოლიტიკურ და სოციალურ მოღვაწეობას და თავისუფლად გამოვთქვამ საკუთარ აზრს.
Р. S. მეგობრებს მტრად, ნუ გადააქცევთ. ხოლო ბათუმი შეგიძლიათ თქვენთვის დაიტოვოთ, მე უპირატესობას კარიბის ზღვას ვანიჭებ”, – წერს არა პაპიანი.
Jnews-ი ცდილობს, შესაბამის უწყებებში გაარკვიოს თუ რას უკავშირდება აღნიშნული სანქცია, რის შესახებაც ჩვენს მკითხველს მალე შევატყობინებთ.