4 აპრილს, ახალქალაქში, ისევე, როგორც სხვა სომხურ ეკლესიებში, სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლმა წმინდა აღდგომა აღნიშნა. ეს დღესასწაული სომხური სამოციქულო ეკლესიის ხუთ დღესასწაულს შორის ერთ-ერთი მთავარია.
ჩვენი ღვთის იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს “აღდგომა” ჰქვია , სომხური სიტყვა «ზატიკ» (აღდგომა), სავარაუდოდ, სიტყვა “აზატუთიუნ“, “აზატველ” (თავისუფლება, გათავისუფლება) სიტყვიდან მოდის და ტანჯვისგან, ბოროტებისა და სიკვდილისგან გათავისუფლებას ნიშნავს. მისი მნიშვნელობა სიკვდილიდან ახალ ცხოვრებამდე, მიწიდან ზეცისკენ გადასვლას ნიშნავს.
ჯავახეთში აღდგომა ყველაზე საყვარელ საეკლესიო დღესასწაულებს შორისაა.
აღდგომის საღვთო-სადღესასწაულო ლიტურგია ახალქალაქის “სურბ ხაჩ” ეკლესიაში ტერ ნარეკ ტიგრანიანმა ჩაატარა. ლიტურგიაზე მონაწილეობდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი და სხვანი.
წმინდა აღდგომის სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი შეღებილი კვერცხი, მწვანილი, ბრინჯის ფლავი ქიშმიშით, თევზი და ღვინოა. კვერცხი აღდგომისა და ახალი ცხოვრების დაბადების სიმბოლოა, ხოლო წითელი ფერი ჯვარცმული ქრისტეს სისხლს განასახიერებს.
აღდგომა აღინიშნება სავსე მთვარის პირველ კვირას საგაზაფხულო ბუნიობის შემდეგ და ძირითადად 22 მარტიდან 25 აპრილამდე მონაკვეთში აღინიშნება. აღდგომის მეორე დღეს გარდაცვლილთა მოხსენიებენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო მრევლი პირბადეებს ატარებდა, ტაძარში წესების დაცვას პოლიცია ადევნებდა თვალს.