3 აპრილს, სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომის წინა დღეს აღნიშნავს. დღესასწაული ახალქალაქის “სურბ ხაჩ” ეკლესიაშიც აღნიშნეს. კომენდანტის საათის გამო, წელს წმინდა ლიტურგია ადრე დაიწყო.
17:00 საათზე ახალქალაქის “სურბ ხაჩ” ეკლესიაში დღესასწაულის წინა დღის (ჩრაკალიუც) აღნიშვნის წმინდა ლიტურგია დაიწყო. სიტყვა “ჩრაკალიუც” “სანთლების დანთებას” ნიშნავს.
სადღესასწაულო ლიტურგიაში მონაწილეობდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმმენ მარანგოზიანი.
ლიტურგია “სურბ ხაჩ” ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა ტერ ნარეკ ტიგრანიანმა ჩაატარა .
დიდი შაბათის საღამოს წინა დღის წმინდა ლიტურგია ტარდება. ძველად, ყოველ კვირას ნათურებში ასხამდნენ ზეთს და ანთებდნენ. მოგვიანებით, “ღვთის შუქით ზეციდან”-ს, ე.წ. წინა დღეს, საღამოს ლიტურგია უწოდეს, რომელსაც ქრისტიანულ ეკლესიებში ქრისტეს შობისა და აღდგომის საღამოს ატარებენ.
დიდი შაბათის საღამოს ტარდება ლიტურგია, ხოლო შემდეგ ქრისტეს აღდგომის ამბავი ცხადდება – “ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა”. ამ საღამოს დიდი მარხვა მთავრდება.
დღესასწაულზე ხალხს ეკლესიიდან სახლში მიაქვს სანთლები. ის ღვთიურ სინათლეს, ეკლესიის კურთხევას განასახიერებს. სანთლების დანთება ბეთლემის ვარსკვლავის შუქს განასახიერებს, რომელმაც მწყემსებს ჩვილი იესოსკენ მიმავალი გზა უჩვენა.