ჯავახეთის მოსახლეობას ჯერ კიდევ საკუთარი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არაინტეგრირებულობის პრობლემა აქვს. ადგილზე ახალგაზრდობა სამუშაო ადგილების არარსებობის, ენის არცოდნის გამო პერსპექტივას ვერ ხედავს… ახალგაზრდობა წარმატებას ძირითადად საქართველოს ფარგლებს გარეთ აღწევს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც წარმატებას ადგილზე აღწევენ და ნელ-ნელა წინ მიიწევენ.
საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება პროვინციულ ქალაქებში, სადაც ახალგაზრდების განვითარებისა და წინსვლისთვის ნაკლები შესაძლებლობაა, რეგიონების შემთხვევაში, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად ცხოვრობენ, მეტად ნაკლებია. «ხოფანი» (საზღვარგარეთ მუშაობა) ოჯახის რჩენის და თვითრეალიზების ერთადერთი გზაა, რომელსაც ჯავახეთში მცხოვრები ბევრი ახალგაზრდა ხედავს. საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის და რუსეთში, ან სხვა პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში დარჩენის ფიქრში თაობები იზრდება. თუმცა, ნაკლებ შემთხვევებში ახალგაზრდები საკუთარ თავს «ადგილზე პოულობენ» და «ყველას მსგავსები» არ ხდებიან”.
სევაკ გაბრიელიან, YouTube-ის ვერცხლის ღილაკის მფლობელი! 20 წლის
სევაკ გაბრიელიანი YouTube-ის ვერცხლის ღილაკით
ორმაგად რთულია, როცა სოფელში ცხოვრობ. თუკი ახალქალაქში რაიმე გასართობს ნახავ, ხატვის, მუსიკის, სპორტული სკოლების სახით, სოფელში ახალგაზრდების დაკავებულობა ნულის ტოლია.
სევაკი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიაში ცხოვრობს. ხორენია ჩვეულებრივი სოფელია საკუთარი პრობლემებით: უგზოობა და გამოუვალი მდგომარეობა. სევაკის სახლამდე მისვლა, როგორც ყველა სოფელში, ძალიან რთულია, მუხლებამდე ტალახია. აქ არაფერი ჩნდება, რომ ახალგაზრდობამ სახლების დატოვებაზე არ იფიქროს. თუმცა ინტერნეტის გაჩენასთან ერთად, სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს საკუთარი ცხოვრების გამრავალფეროვნების შესაძლებლობა მიეცათ.
როცა სევაკი 14 წლის იყო YouТube-ით დაინტერესდა. ფეხბურთის თამაშებიდან ეპიზოდებს ამონტაჟებდა. თითქმის ნახევარი მინილიონი გამომწერის დაგროვება მოახერხა. ვერავინ წარმოიდგენდა, არა მხოლოდ მის სოფელში, არამედ რეგიონში, რომ ახალგაზრდა ადამიანი მონტაჟის პროგრამის და YouТube-ის დახმარებით თვეში 200 ევროს ოდენობის ანაზღაურებას მიიღებდა. მან YouTube-ისგან ვერცხლის ღილაკი დაიმსახურა. ამის შესახებ ჟურნალისტებმა შეიტყეს და ასე დაიწყო ჩვეულებრივი სოფლის ბიჭის ახალი და საინტერესო ცხოვრება.
«ისე გამოვიდა, რომ YouТube-ის ვერცხლის ღილაკმა სხვა მრავალი რამისთვის მომცა სტარტი. დამოუკიდებლად დავიწყე YouТube-ის შესწავლა, მაგრამ ფიქრადაც არ გამივლია, რომ ამდენად წინ წავიდოდი. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ Jnews-მა ჩემზე მასალა მოამზადა. შემდეგ ჟურნალისტებისგან GIPA-ს პროექტის შესახებ გავიგე. მათ პროგრამაში მივიღე მონაწილეობა», – ამბობს სევაკი .
ამის შემდეგ, ახალგაზრდამ GIPA-ს კურსები გაირა და დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება დაიწყო. პირველი ფილმი მათ სოფელში სასმელი წყლის არარსებობის პრობლემაზე მიეძღვნა. GIPA-ში ნიჭიერ ბიჭს მათთან უფასოდ სწავლა შესთავაზეს, მაგრამ სევაკმა ვერ მოახერხა მაშინვე ამ უნიკალური შესაძლებლობით ესარგებლა, ქართული ენის არასაკმარისი ცოდნის გამო. მაგრამ შესალებლობა ჯერ კიდევ ელოდება მას.
ამჟამად სევაკი თბილისში, ილიას უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია და პროგრამისტობას სწავლობს. უნივერსიტეტში 1+4 პროგრამით (საშეღავათო პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის, ერთი წელი ქართული ენის სწავლა, ოთხი პროფესიონალური) ჩააბარა. GIPA-ში ეს პროგრამა არ არის. მეორე კურსიდან ის სწავლას უკვე GIPA-ში განაგრძობს და ჟურნალისტიკას შეისწავლის.
«არ მეგონა, რომ სოფლიდან წასვლა შეიძლებოდა, მაგრამ ახლა, ამაზე ვფიქრობ. თბილისში გადასვლაზე. მე ჩემს მომავალს დედაქალაქში ვხედავ. ჩემს მეგობრებს შორის არიან ისეთები, რომლებიც სოფლის ფარგლებს გარეთ არ გადიოდნენ. არ იციან, რა არის დიდი ქალაქი, იქ როგორი ცხოვრებაა. აქამდე მეც ისე მეგონა, როგორც მათ. ადრე მეგონა, რომ ჩემს სოფელზე უკეთესი არაფერია», – ყვება სევაკი.
ის უფრო მეტად დოკუმენტალისტიკისკენ იხრება, ვიდრე ჟურნალისტიკისკენ. თუმცა ამ ორ პროფესიას ერთმანეთს ამსგავსებს.
«იქამდე, სანამ მედია საშუალებები შემამჩნევდნენ, პროგრამისტობა მინდოდა, არ მეგონა, რომ ჟურნალისტიკამდე, ან დოკუმენტალისტიკამდე მივიდოდი. ამჟამად პროგრამისტობაზე ვსწავლობ, მაგრამ GIPA-ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადავალ. სიმართლე გითხრათ, ვეჭვობ, რომ ჩემგან კარგი პროგრამისტი გამოვიდეს. ამ გადაწყვეტილებამდე მივედი, რადგან ვიცი ჩემი შესაძლებლობები და მივხვდი, რა გამომდის კარგად და რა არც ისე. მე ჯერ კიდევ მინდა Youtube-ით დავკავდე, მაგრამ არ მინდა მხოლოდ ფეხბურთზე კონცენტრირება. მინდა კონტენტის გამრავალფეროვნება, ფილმებზე გამოხმაურება გავაკეთო», – სევაკი თავის გეგმებზე გვიყვება.
სევაკმა მეგობრებთან ერთად ვიდეოპროექტი FourProduction -ი შექმნა. ჯავახეთის სომხების ინტერნეტ სივრცეში, არა მხოლოდ ადგილზე, არამედ დიასპორაშიც, ბევრია, ვინც FourProduction-ის იუმორისტულ პროგრამას უყურებს. ვიდეოში სევაკი მეგობრებთან ერთად სარკაზმით ყვება დრომოჭმულ წეს-ჩვეულებებზე, მენტალიტეტზე და ჯავახეთის ცხოვრებაზე სტენდაპ ფორმაში.
ამალია ბაბაიანი, საკუთარი ბრენდის დიზაინერი
ამალია ბაბაიანის ოჯახი სამუდამოდ რუსეთში, მოსკოვში, გადავიდა საცხოვრებლად, მისმა მშობლებმა ახალგაზრდობაში გადაწყვიტეს ასე. თუმცა, ყოველ წელს ის ახალქალაქში ბრუნდებოდა, ხოლო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგის დოპლომის მიღების შემდეგ, ახალქალაქში ჩამოვიდა და უკან დარუნება აღარ ისურვა. მაგისტრატურის დამთავრება გადაწყვიტა საქართველოში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, ახლა მეორე კურსის სტუდენტია. მან ახალქალაქში “რონდელის ფონდის” ერთწლიანი პროგრამა ახალგაზრდებისთვის გაიარა. მიუხედავად პროფესიის სერიოზული არჩევნისა, ამალიას აქვს ჰობი, რომელიც საკმაოდ წარმატებულია. ის ეთნიკური ჩანთების, აქსესუარების და ტანსაცმლის საკუთარი ბრენდის – «ნაზანის» დიზაინერია.
«აქამდე სრულიად შემთხვევით მივედი. ერთხელ ზაფხულში თბილისში ვსეირნობდი, ჯინსის ქურთუკს გადავეყარე, რომელსაც უკნიდან ეთნიკური შინაარსის ნაქარგი ჰქონდა, როგორც ხალიჩას. ძალიან მომეწონა იდეა. ვიყიდე ძაფი, ავიღე ძმის ჯინსის ქურთუკი და ეს ძაფი მასზე ამოვქარგე. შედეგი არ მომეწონა საერთოდ. მე ამ იდეას თავი დავანებე, და მერე, ისევ შემთხვევით, სომხური სტილის ჩანთებს გადავეყარე და ისევ ვიფიქრე, რომ ამის გაკეთება შეიძლება. რთულად წარმომედგინა, როგორ უნდა გამეკეთებინა. პრაქტიკულად ინტუიციურად ვიყიდე, რაც მეგონა, რომ საჭიროა», – ყვება ამალია..
»ნაზანის» ჩანთებს საქართველოში ბევრი ბლოგერი მოიხმარს
პირველი ჩანთა მან მაშინვე გაყიდა, Instagram-ის დახმარებით, სადაც მისი ჰობისთვის გვერდი გახსნა. მაშინვე გადაწყვიტა, რომ ეს იქნება არა მხოლოდ, როგორც ჰობი, არამედ – ბიზნესი.
«დავიწყე ფიქრი სახელწოდებაზე, ბევრი ვარიანტი მქონდა. ვარიანტის სახით ჩემს სახელს განვიხილავდი, იყო სხვა სომხური სახელებიც, იყო, რაღაც სიტყვები. ხოლო დასახელება «ნაზანი» სიმღერიდან წამოვიდა, სომხურ გუნდში ვმღეროდი, ჩვენ გვაქვს სიმღერა «ნაზან იარ», ეს სიტყვა მომეწონა და ვიფიქრე ვცადო, თითქოს მაშინვე გამოვიდა, იდეალურად. და ასე გავაკეთე მეორე, მესამე, მეოთხე…»
დიზაინერის მიერ ლამაზად შეფუთული «ნაზანის» ჩანთები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოგზაურობს.
«უკვე მესამედ ვგზავნი მცირე პარტიებს შვეიცარიაში, იქ ცხოვრობს გოგონა – ლუსინე, სომხური ბრენდების მაღაზია აქვს. პირველად მას შევთავაზე, მაგის შემდეგ, უკვე მერამდენედ მიკვეთავს. ხშირად მიკვეთავენ ტალინიდან, ლიეტუვადან… ყველაზე მეტად ჩემი მყიდველების 70%- სომხებია, არიან ქართველებიც, დაღესტნელები და კავკასიის სხვა მკვირდნი, ამ ბოლოს ჩემთან ჩანთა შეუკვეთა რუსმა. ჩემი ბრენდის წინ წამოწევა მინდა აშშ-ში, ამერიკელ სომხებს შორის მინდა გავყიდო. ტანსაცმლის ხაზის გაშვებაც მინდა. ვფიქრობ, რომ თუკი საფუძვნლიანად გავაკეთებ – გამომივა. ახლა კი სიახლეების გაკეთებას ვცდილობ. ანუ ახლა ვაკეთებ ჩანთების ქამრებს, გაჩნდა ქამარი, რომელიც წელზე იკვრება».
ამალია ახალქალაქში დარჩენასა და ოჯახის სურვილს შორის «იყოფა». ის თვლის, რომ პატარა ახალქალაქში ცხოვრებით, ის შეძლებს საკუთარი ბრენდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაშვებას.
კიდევ ერთი ჰობის სამომავლოდ შემოსავლიან საქმედ ქვეცას აპირებს.
«კიდევ დაკავებული ვარ ფოტოგრაფიით. ვიდეოგრაფიაში პირველი ნაბიჯები გადავდგი, რადგან ჩემი აზრით, ფოტოგრაფი ძალიან ბევრია. არ მინდა ერთი მათგანი გავხდე, ამიტომ უფრო ვიდეო მიზიდავს, მით უმეტეს, რომ ვიდეოთი შესაძლებელია არა მხოლოდ სტატიკური კადრის ჩვენება, არამედ ემოციის, ცხოვრების. მინდა გადავიღო ლამაზი ვიდეორგოლები», – ყვება ის.
მელინე ტაშიანი, “ფეხს იდგამს” ნელ-ნელა (33 წლის)
მელინე საკუთარ ფოტოსტუდიაში მუშაობს
ახალქალაქში ბევრი ახალგარზდაა, რომლებსაც სამშობლოსგან შორს ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.
მელინემ და მისმა მეუღლე ვაზგენმა გადაწყვიტეს საკუთარი საქმით დაკავდნენ ადგილზე, ახალქალაქში. მელინე დიზაინის ინტერიერია უკვე 11 წელია, ის ღონისძიებებისთვის დარბაზებს რთავს და ფურშეტს აკეთებს. მეუღლე მას ყველაფერში ეხმარება.
“დიზაინის ფაკულტეტზე არ მისწავლია, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ვისწავლე – ეს ასე არ არის. პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერი ვარ – სტილიტი. როცა უკან დავბრუნდი, ჩემი საქმის კეთება არ შემეძლო, რადგან აქ ეს განვითარებული არ არის. მომწონდა ახალი რაღაცების მოფიქრება და შემთხვევით ამის კეთება დავიწყე. ერთხელ საქორწილო ფურშეტის მომზადება მთხოვეს და დავთანხმდი. თავიდან ძალიან რთული იყო, რადგან არაფერი მქონდა დიზაინის მოსაწყობად. ნელნელა დავიწყე და ჩამითრია. დღემდე ვმუშაობ საკუთარ თავზე”, – ყვება მელინე ტაშჩიანი.
მელინე ამბობს, რომ ოჯახის წევრების დაუხმარებლად ის ბავშვებს და სამუშაოს, რომელიც ბევრ დროს და მუშაობას მოითხოვს, ერთად ვერ გამოუკლავდება.
პავილიონი მელინეს ფოტოსტუდიაში
კორონავირუსის პანდემიამ წყვილს უბიძგა შემზღუდავი სიტუაციიდან გამოსავალი მოეძებნათ. უკვე ერთ წელზე მეტია ქორწილები არ იმართება, სხვა ღონისძიებებიც ცოტაა. ოჯახის შემოსავლები ძალიან შემცირდა. თუმცა, მელინე მეუღლესთან ერთად არ დანებდა, მათ ახალი საქმე დაიწყეს. ფოტო – ატელიე გახსნეს, ცოლმა დიზაინერულად მორთო პავილიონები, ხოლო ქმარი ფოტოებს იღებს. ეს პირველი ნაბიჯები იყო, მაგრამ პროფესიის დაუფლებისას, მელინე მეუღლესთან ერთად ამ მიმართულებით ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში არაერთხელ მიიწვიეს სამუშაოდ, მათ სახლში დარჩენა ამჯობინეს.
«ეს ისეთი საქმეა, სადაც სიახლეები უნდა შეიტანო მუდმივად. საჭიროა მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა. ახალი წლისთვის გავხსენით სტუდია და ბევრი კლიენტი გვყავდა. არ ველოდით, რომ ასეთი შედეგი გვექნება. დღეში 7-8 ადამიანს ვიღებდით», – ამბობს ის.
შეზღუდვები აქტიურ და მიზანდასახულ ადამიანებს ხშირად რაიმე ახლის, საინტერესოს შექმნისკენ უბიძგებს. ახალაქალაქში ძალიან ბევრი რამ არის შეზღუდული…
სტატია მომზადდა ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.