კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ბოლო 24 საათში, საქართველოში 70 პირი აიცრა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
მათივე მონაცემებით, ამ დროისთვის ჯამში აცრილთა რაოდენობა 4924-ია, თუმცა უწყებას გამოქვეყნებული არ აქვს კონკრეტულად რამდენი პირი აიცრა „ფაიზერის“ ვაქცინით და რამდენი „ასტრაზენეკათი“. უწყებას დაკონკრეტებული არ აქვს არც ის, აცრილთა შორის რამდენია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და რამდენი 65 წელს გადაცილებული მოქალაქე.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი.