კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 176, იმერეთში – 48,
შიდა ქართლში – 30, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 355 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 617-ს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან: თბილისში 176 შემთხვევა,
აჭარა – 17,
იმერეთი – 48,
ქვემო ქართლი – 8,
შიდა ქართლი – 30,
გურია – 14,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23,
კახეთი – 19,
მცხეთა-მთიანეთი – 6,
სამცხე-ჯავახეთი – 4,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 680, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 312 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 6 174 ადამიანი.