საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდანს, კიდევ რამდენიმე შეზღუდვა გაუქმდება, რომელიც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე იყო დაწესებული.
ორშაბათიდან:
იხსნება მუზეუმები და ბიბლიოთეკები,
აჭარაში, კვების ობიექტებს დაწესებულებებში სტუმრების მიღების ნებართვა ეძლევათ (დასვენების დღეების გარდა);
შესაძლებელი იქნება კონფერენციების და ტრენინგების ჩატარება;
მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღები;
უნივერსიტეტებში და პროფსასწავლებლებში ნებადართული იქნება გამოცდების ადგილზე ჩაბარება, ნებადართული იქნება კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა.
პრაქტიკულად ყველა კოვიდ-შეზღუდვების გაუქმების ეტაპობრივი გეგმა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო დაწესებული, გასულ ოთხშაბათს საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
25 თებერვლიდან ქვეყანაში განახლდა სათხილამურო კურორტების სასტუმროების მუშაობა და საერთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. გარდა ამისა, ნებადართული გახდა დასვენების დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.
ჯერჯერობით უცნობია, საქართველო როდის გააუქმებს კომენდანტის საათს – გადაადგილება შეზღუდულია ღამის საათებში, 21:00-დან 05:00-მდე.
newsgeorgia.ge