არმენი – ერთ-ერთია მათგანი, ვინც სომხეთის მოქალაქის პასპორტი აიღო, რათა რუსეთში სამუშაოდ წასულიყო ისევე, როგორც ყველა დანარჩენი, მაგრამ კორონავირუსის გამო, ვერ მოახერხა, რადგან საზღვრები დაკეტილი იყო. მან ერევანში ქართული პასპორტით, ხოლო იქიდან სომხური პასპორტით მოსკოვში სამუშაოდ წასვლა ვერ მოახერხა. ზუსტად კორონავირუსმა გადაწყვიტა სად წავა არმენი სამუშაოდ. ის ხუმრობით აღნიშნავს, რომ მის მაგივრად კორონავირუსმა მიიღო გადაწყვეტილება. არმენი- ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთა შორის, ვინც 2020 წელს სამუშაოდ წასვლა მოახერხა, მაგრამ ევროპაში.

ევროპა: აქ «ხოფანი» არ არის, ეს დასვენების ადგილია

ახალქალაქი, 2020 წლის აგვისტოს, არმენი ტაქსაობდა. ჩვეულებრივ მორიგ ზარებს პასუხობს. ურეკავს მეგობარი, რომელიც ინტერესდება, შეუძლია, თუ არა თბილისის აეროპოტრში წაიყვანოს. ის დაუფიქრებლად თანხმდება.

მეორე დღეს აეროპორტში მიმავალ გზაზე იყო. გზა გრძელია, გამოდის სასაუბრო დროც საკმარისად არის. მეგობრებს შორის საუბარი იწყება. მეგობარი ეკითხება, თუკი სამუშაო იქნება, ჩამოხვალ სამუშაოდ? არმენი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს, წარმოდგენაც არ აქვს, თუ ერთ თვეში ევროპაში მუშაობის მოწვევას მიიღებს.

«მეგობარი და მისი შვილი თბილისიდან ჰოლანდიაში გავაცილე, ისინი სამუშაოდ წავიდნენ. გზაში ვისაუბრეთ, მითხრა, – სამუშაო თუკი იქნება, დაგირეკავ, ჩამოხვალ სამუშაოდო? მე დავეთანხმე. ერთ თვეზე ნაკლებ დროში დამირეკა, მითხრა, რომ სამუშაო არის, თავიდან გაოცებული ვიყავი, შემდეგ გავერკვიე, ბილეთის ყიდვა გადავწყვიტე და უკვე ოქტომბერში ნიდერლანდებში ვიყავი», – ყვება არმენ მანველიანი.

კორონავირუსმა არმენს არავითარი პრობლემა არ შეუქმნა, პირიქით, მან უნიკალური შესაძლებლობა მიიღო. ის ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად ამბობს, რომ კორონავირუსმა «ხოფანში» (უცხოეთში სამუშაოდ წასული ადამიანი) რუსეთის მაგივრად ევროპაში გაუშვა.

1

არმენ მანველიანს პრობლემების და ზედმეტი შეფერხების გარეშე შეეძლო ჰოლანდიაში ჩასვლა, 1100 ლარით ბილეთის შეძენით და 200 ლარით ტესტის გაკეთებით. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მუდამ რუსეთში წასვლაზე ფიქრობდა.

«მუდამ რუსეთში მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან ქართული პასპორტი მაქვს. სომხური პასპორტიც ავიღე, მაგრამ კორონავირუსის გამო საზღრები დაიკეტა, ჩემი პასპორტის აღება არ შემეძლო, ამიტომ ევროპაში წავედი», – ამბობს არმენი, რომელიც უკვე მეოთხე თვეა ევროპაში მუშაობს.

ნიდერლანდებში ორი თვიანი მუშაობის შემდეგ, ნათესავის შეთავაზებით არმენი ბელგიაში გადავიდა. ის არ წუწუნებს, ამბობს, რომ ერთადერთი წინააღმდეგობა, რასაც ის შეეჯახა – ენის არცოდნაა.

«აქ ფრანგული და ჰოლანდიური ენებია. როგორ მაქვს ურთიერთობა? ახლავე აგიხსნით, აქ არც რუსული, არც სომხური არ ესმით. რამდენიმე სიტყვას ვსწავლობ ელემენტარული ურთიერთობისთვის.  აქ ახალქალაქი არ არის, რომ შეხვიდე მაღაზიაში და უთხრა რაც გინდა, ეს სუპერმარკეტია, კალათში აგროვებ იმას, რაც გინდა, იხდი, მადლობას უხდი და მიდიხარ», – ამბობს არმენი.

კითხვაზე, როგორ გარისკა ევროპაში წასვლა ისე, რომ ენა არ იცოდა, არმენმა გვიპასუხა: «რისი უნდა მეშინოდეს? როცა ჩვენი ბიჭები რუსეთში მიდიან, განა იციან ენა? მხოლოდ «კი» და «არა» იციან, მეტი არაფერი».

როგორც არმენ მანველიანი ამბობს, ევროპაში სამ თვეზე მეტ ხანს გაჩერება არ შეიძლება, მაგრამ კორონავირუსის გამო, რაღაც დათმობებზე მიდიან, დეპორტს არ ურტყამენ. ჩვენმა რესპონდენტმა გადაწყვიტა ამ შესაძლებლობით ისარგებლოს, საბუთები მოამზადა, რათა ევროპაში დიდი ხნით დარჩეს.

«მე ვრჩები, ვიზის მიღებაზე საბუთები უკვე შევიტანე, შემდეგ card papida-ს მივიღებ, რომლის დახმარებით სამი წლით შემეძლება თავისუფლად დარჩენა, წასვლა და დაბრუნება, ანუ პრობლემა არ იქნება, ამის წყალობით ევროპაში მოგზაურობას და მუშაობას შევძლებ».

MyCollages (1)

როგორც ჰოლანდიაში, ბელგიაშიც, სომეხ მეგობრებთან ერთად რემონტს აკეთებს. სამუშაოთი კმაყოფილია, მუდმივი სამუშაოს არსებობისას სახლში თვეში საშუალოდ 1500 ევროს გაგზავნა შეუძლია.

«ეს 100-ჯერ მომგებიანია, ვიდრე რუსეთში, თუკი ნორმალურად იმუშავებ, სახლში თვეში 1500 ევროს გაგზავნა შეგიძლია. ამასთანავე სამუშაო მსუბუქია, აქ დღესასწაულები-დღესასწაულებია, დასვენების დღეები-დასვენების დღეებია, არასამუშაო დრო- არასამუშაო დროა, ამიტომ ვამბობ, ეს «ხოფანი» არ არის, არამედ დასვენების ზონაა, აქ 9.30-დან 18 საათამდე მუშაობ».


ევროპაში შვილის კვალდაკვალ

MyCollages

არმენისგან განსხვავებით, ქალბატონი გოარი მუდმივ საცხოვრებლად ევროპაში გადასვლას გეგმავს, კონკრეტულად პოლონეთში.

სულ რაღაც ორი წლის წინ მისმა შვილმა პოლონეთში სამუშაოს შეთავაზება მიიღო, ახლა უკვე ის სამუშაო ადგილებს ქმნის და ახალქალაქიდან პოლონეთში სამუშაოდ ეპატიჟება.

თავიდან მან 4 თვე სამკერვალოში ფაბრუკაში იმუშავა, შემდეგ ფოსტაში მუშაობდა, ცოტათი ფეხი მოიკიდა, ახლა უკვე ოფისი გახსნა და დოკუმენტების გაფორმებით არის დაკავებული.

სამი თვის წინ ქალბატონი გოარი ახალი წლის აღსანიშნავად შვილთან წავიდა. ის ნერვიულობდა სახლში უმუშევრად, რომ იჯდა, გადაწყვიტა დრო სასარგებლოდ გამოიყენოს, პოლონური ენის სწავლა დაიწყო.

«მე უკვე სკოლაში ჩავეწერე, რათა პოლონური ენა ვისწავლო, ახლა ონლაინ ვსწავლობ, დღეში ერთ საათს პოლონური ენის სწავლას ვუთმობ», – ამბობს გოარი. დროის ამ მოკლე პერიოდში საბაზო დონეზე მოახერხა პოლონური ენის სწავლა, მისი თქმით, აქ ერთადერთი სირთულე – ენაა, ძალიან მარტივია სამუშაოს შოვნა, თუ ენა იცი”.

49 წლის ქალბატონი აღნიშნავს, რომ მის ასაკში ცოტათი რთულია ენის სწავლა, მაგრამ მაინც სწავლობს.

გოარი დღემდე შვილთან ერთად პოლონეთში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მათ ქალაქში დაახლოებით 4000 სომეხი ცხოვრობს,  რამდენიმეს გაცნობა მოასწრო, ხან ისინი მიდიან მასთან სტუმრად, ხან თვითონ მიდის. ის ამბობს, რომ ახალქალაქიდან ორი ქალი მასთან ერთად პოლონეთში სამუშაოდ წავიდა.

«ჩემი შვილი დაეხმარა ჩამოსვლაში, ისინი საათობრივ ანაზღაურებაზე მუშაობენ, არ უჩივიან, სხვადასხვა სამუშაოს ასრულებენ – შეფუთვა, წერილების გაგზავნა»,- ამბობს გოარ მელიკიანი.

გოარის შვილი 25 წლისაა და შემოდგომით საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. შვილი უნდა დაქორწინდეს, ქორწილი გადაიხადოს, ხოლო შემდეგ ძირითადი საცხოვრებელი ადგილი შეარჩიოს.

გოარი- ახალქალაქის რაიონის სოფელ ხანდოში საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი იყო. საკუთარ სამსახურს  არ იწუნებს, რაც შეიძლება მალე უნდა სახლში დაბრუნება, მაგრამ საკუთარი შვილის გარემოებების იგნორირება არ შეუძლია, სანამ მისი შვილი მარტოა, მასთან ერთად დარჩება.

«ახლა საბუთებს ვამზადებ, ამას 6 თვე სჭირდება, მაგრამ მინდა ჩემს სამუშაოს დავუბრუნდე, სამშობლოს, საკუთარ სახლს. უბრალოდ ჩემი შვილი აქ, სახლიდან შორს, მარტოა»,- აღნიშნავს ის.