დღეს, 23 თებერვალს, სომხეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა სახელისუფლებო ორგანოების შენობების  მიმდებარე ტერიტორიებზე საპროტესტო აქციის გამართვა გადაწყვიტეს. პროტესტის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. ქუჩებზე მობილიზებული იყო პოლიციელების დიდი რაოდენობა, ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებული იყო.

პოლიციელებმა ყველა სახელმწიფო შენობა მთლიანად შემოღობეს. აქციის ათეულობით მონაწილე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. საღამოს კი, ერევნის ქუჩებში დაუმორჩილებლობის მორიგი მარში გაიმართა.

«ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითოხვთ, რომ ამ მოღალატური პროგრამების ნაწილი არ გახდეთ, გაიხსენეთ ის მეგობრები, რომლებიც ომის დროს წაიყვანეს და სახლ-კარისა და საკვების გარეშე დატოვეს. გაიხსენეთ კოლეგები შუშიში, გახსოვდეთ, რომ ამ ყველაფერს ჩვენი ბავშვებისთვის ვაკეთებთ. თქვენთვის მშვენივრად ცნობილია, რომ ამ უკანონო ბრძანებების შესრულებით, ჩვენი ქვეყანა უფრო მეტ კრახს განიცდის», – განაცხადა სომხური რევოლუციური ფედერაციის დაშნაკცუთიუნის უზენაესი საბჭოს წევრმა იშხან საგატელიანმა.

მან მიმართა სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს. მოითხოვა, რომ პოლიციის უფროსი გასულიყო აქციის მონაწილეებთან და განემარტა ხელისუფლების მესამე შენობასთან დაცვის გაძლიერების მიზეზი.

«დღეს თქვენ შეუსაბამოდ იქცევით, როგორც თავხედი ხულიგნები. თუკი გგონიათ, რომ ანდო ქოჩარიანის და სხვა ნაძირლების გამო ხალხი უნდა შეაშინოთ და ხალხს უნდა ესროლოთ, თქვენ ცდებით. თუკი ფიქრობთ, რომ უკან დახევას ვაპირებთ, ცდებით. თუკი გგონიათ, რომ პროვოკაციას ავყვებით, რომ შეჯახებამდე მივიდეთ და ერევანში ახალი სისხლი დავღვაროთ, თქვენ კვლავ ცდებით», – განაცხადა საგატელიანმა.

აღვნიშნავთ, რომ დილით ადრე საპოლიციო ძალები სახაროვის ქუჩაზე იყვნენ მობილიზებულები, რადგან პრემიერი-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლების მე-3 შენობაში აპირებდა შესვლას. ფაშინიანმა ხელისუფლების მთავარი შენობიდან მესამე შენობამდე დაიწყო სიარული «ნიკოლ მოღალატე» შეძახილების თანხმლებით. ასობით პოლიციელმა ეს რაიონი შემოღობა, რომ ფაშინიანმა დაბრკოლების გარეშე მოახერხოს ხელისუფლების მე-3 შენობამდე მისვლა.

სანამ ნიკოლ ფაშინიანი სამინისტროს შენობაში იყო, პოლიციელებმა გაფრთხილების გარეშე დაიწყეს მოქალაქეების ძალადობრივად დაკავება.

აღვნიშნავთ, რომ ამ მომენტში მოქალაქეები გაუვალ ზონაში იდგნენ და ნიკოლ ფაშინიანისადმი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. 13:00 საათის მდგომარეობით 57 მოქალაქე დაკავეს.

შეგახსენებთ, რომ 20 თებერვლას მიტინგთან ერთად სომხური ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ დაუმორჩილებლობის აქციებს იწყებენ.