კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების მომენტიდან დღემდე, ახალქალაქში ინფიცირების 327 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსისგან დაღუპვის ორი შემთხვევაა დარეგისტრირებული. ბოლო თვეების ოფიციალური სტატისტიკით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რეგიონში ინფიცირების შემთხვევები იკლებს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დარეგისტრირდა, ხოლო იმავე წლის 2 ოქტომბერს – ახალქალაქში.
ბოლო თვეებში კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობა ახალქალაქში დღითიდღე მცირდება. 4 იანვრიდან დღემდე კორონავირუსით დაავადების სულ 14 ახალი შემთხვევაა დარეგისტრირებულია. 2021 წელს ყველაზე მეტი – 12 იანვარს დარეგისტრირდა, 3 შემთხვევა.
იანვრიდან თებერვლამდე ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში 54 495 PCR-ტესტი და ანტისხეულებზე 1544 ტესტია გაკეთებული.
კორონავირუსის პირველი ლეტალური შემთხვევა ქვეყანაში 4 აპრილს დარეგისტრირდა, ხოლო ახალქალაქში- 25 ოქტომბერს. დაიღუპა ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი 2020 წლის 19 ოქტომბერს დაუდასტურდა.
ამჟამად საქართველოში დაავადების 267 313 შემთხვევაა დადასტურებული, 365 უკანასკნელ დღე-ღამეში. გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა – 260 266 ადამიანი, უკანასკნელ დღე-ღამეში – 539 ადამიანი. ახალი კორონავირუსით ქვეყანაში 3 399 ადამიანი დაიღუპა, უკანასკნელ 24 საათში გარდაცვალების 9 შემთხვევაა დარეგისტრირებული.
ამჟამად ახალქალაქში 26 ადამიანია თვითიზოლირებული.
ქვეყანაში დაავადების გავრცელების დონის მაჩვენებელი დღე-ღამეში 2,53%-ს შეადგენს, უკანასკნელ 14 დღეში – 2,8%-ს, ხოლო უკანასკნელ 7 დღეში – 2,4%-ს.
ამჟამად მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 110 120 130 შემთხვევაა დადასტურებული, ლიდერების სიაშია აშშ 28 381 220 შემთხვევით, შემდეგია ინდოეთი 10 937 320 შემთხვევით, ბრაზილია – 9 921 981 შემთხვევით და რუსეთი – 4 112 151 შემთხვევით, ხუთეულს ხურავს გაერთიანებული სამეფო 4 058 468 შემთხვევით.