ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ენერგოგამანაწილებელი კომპანია Energo Pro Georgia-ს 25 131 აბონენტიდან იანვარში, კომუნალურ გადასახადებზე (200 კილოვატამდე) სახელმწიფო დაფინანსებით 12 431 აბონენტმა ისარგებლა.
25 131 აბონენტიდან 4 487-მა 2021 წელს სუბსიდია მიიღო (აბონენტები, რომლებიც 200-დან 300 კილოვატამდე მოიხმარენ, ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის განსხვავების სუბსიდიას იღებენ).
ახალქალაქში და ნინოწმინდაში 1 461 კომერციული აბონენტია. თუმცა, კომპანია Energo Pro Georgia-ს ამჟამად ინფორმაცია არ აქვს, რამდენმა კომერციულმა აბონენტმა მიიღო ტარიფში 50%-ის ოდენობის განსხვავების სუბსიდია.
კომპანია Energo Pro Georgia-ს პრესცენტრის ინფორმაციით, კომპანიის სამხრეთ ფილიალის (ახალქალაქი, ნინოწმინდა, ახალციხე, ადიგენის, ბორჯომის, ხაშური, გორი) 169 547 აბონენტიდან ელექტროენერგიაზე შეღავათი 100 327 აბონენტმა მიიღო.
იანვარში კომუნალური გადასახადების სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობა შეუძლია (200 კილოვატამდე) ახალქალაქი-ნინოწმინდის 25 131 აბონენტიდან 12 431 აბონენტს, ახალციხე-ადიგენში 23 986 აბონენტიდან – 14 183-ს, ასპინძაში 3 983 აბონენტიდან – 2 155-ს, ბორჯომში 20 227 აბონენტიდან – 10 729-ს, გორში 54 636 აბონენტიდან – 34 633-ს, ხაშურში 41 584 აბონენტიდან – 26 196-ს.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყველას, ვინც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბამეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარს, კომუნალურ გადასახადებს მთლიანად დააფინანსებენ ოთხი თვის განმავლობაში: ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. დაფინანსება ითვალისწინებს დასუფთავებისა და წყლის გადასახადებსაც.
ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ მოხმარებული ტარიფის გაზრდილ ნაწილზე სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. სუბსიდია შეეხება იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში 300 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ.
კომპანია Energo Pro Georgia-ს პრესცენტრის ინფორმაციით, იანვარში კომპანიის სამხრეთ ფილიალის 169 547 აბონენტიდან სუბსიდია 16 512 აბონენტმა მიიღო.
ახალქალაქი-ნინოწმინდაში 25 131 აბონენტიდან 4 487 აბონენტმა, ახალციხე-ადიგენში 23 986 აბონენტიდან- 2 252-მა, ასპინძაში 3 983 აბონენტიდან – 472-მა, ბორჯომში 20 227 აბონენტიდან – 1 464-მა, გორში 54 636 აბონენტიდან – 4 685-მა, ხაშურში 41 584 აბონენტიდან – 3 152 ოჯახმა.
მთელ საქართველოში აბონენტების რაოდენობა, რომლებიც ყოველთვიურად 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1,2 მილიონს შეადგენს. სახელმწიფომ ამ მოქალაქეების კომუნალური გადასახადების გადასახდელად საშუალოდ 17 მილიონი ლარი (5 მლნ აშშ დოლარზე მეტი) გამოყო.
საქართველოში 670 ათასი აბონენტი თვეში 200 კუბამეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარს. მათი ანგარიშების დასაფარად სახელმწიფომ 27 მილიონი ლარი (8 მლნ დოლარი) გამოყო.