საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

სამართალდამცავების განცხადებით, მოქალაქეებმა დაწესებული რეგულაციები დაარღვიეს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბათუმში, გმირთა ხეივანში ხმაური იყო. ერთმანეთს მოქალაქეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. დაკავებულია არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე და კიდევ რამდენიმე პირი. ისინი გმირთა ხეივანში მსვლელობას აწყობდნენ და ე.წ.“კომენდანტის საათის” დაწესებას აპროტესტებდნენ.