51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის გაუქმებას პარლამენტი სამშაბათს უყრის კენჭს, თუმცა უკვე გაჩნდა მინიშნებები, რომ ეს საკითხი პარლამენტში შესაძლოა ჩავარდეს. თავად „ოცნებაში“ არც უარყოფენ, რომ ოპოზიციონერთა მანდატების გაუქმებაზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა და ანალიტიკოსთა უმრავლესობაც პროგნოზირებს, რომ „ოცნება“ ოპოზიციონერთა მანდატების გაუქმებას მხარს არ დაუჭერს.