27-28 იანვარს ჯავახეთში 3 თვითმკვლელობა მოხდა, მიზეზები გაურკვეველია, ჯავახეთში პროფესიონალური დახმარების იმედი არსაიდან არ არის, მხოლოდ ახლობლების მხარდაჭერა რჩება.
ჯავახეთში თვითმკვლელობების ჯაჭვი გუშინ, 27 იანვარს, დაახლოებით დილის 10 საათზე დაიწყო, როცა ხიდიდან ახალქალაქის მცხოვრები, 50 წლის ქალი გადახტა. ვინც გარდაცვლილს იცნობდა, ამბობენ, რომ დიდი ხნის განმავლობაში დეპრესიაში იყო, თუმცა დიდ ქალაქებში, სპეციალისტთან მკურნალობდა. მამაკაცმა საკუთარ სახლში ჩამოიხრჩო თავი. როგორც მისი თანასოფლელები ამბობენ, მას თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა.
ჯავახეთის მოსახლეობამ ვერ მოასწრო გუშინდელი შოკიდან გამოსვლა, როცა დღეს, კიდევ ერთმა ადამიანმა, 40 წლის მამაკაცმა ნინოწმინდიდან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის საკუთარი სახლის უკანა ეზოში იპოვეს. მოსახლეობა საგონებელშია ჩავარდნილი, ორ დღეში სუიციდის ამდენი შემთხვევა, რატომ მოხდა?
სხვადასხვა შესაძლო ვერსიის მოგონება და მოფიქრება მარტივია. თუმცა, ერთი ნათელია – ჯავახეთში ფსიქოლოგის პროფესიონალურ დახმარებას ვერავინ გაგიწევს. აქ, არ არიან კვალიფიციური ფსიქოლოგები და ზოგადად, აქ მიაჩნიათ, რომ ფსიქოლოგთან ისინი დადიან, ვისაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, ხოლო ეს გამოწვეულია ჭორებით და საზოგადოებაში ამ საკითხისადმი ნეგატიური დამოკიდებულებით.
ჯავახეთში სუიციდი უფრო მამაკაცებისთვის არის დამახასიათებელი – ყოველდღიური სტრესი და პრობლემები თავის საქმეს აკეთებს.
ფსიქოლოგ ზარინე ზადოიანის განმარტებით, სუიციდის შემთხვევები მუდამ იყო და საკმაოდ დიდი რაოდენობით.
«თუმცა, მართლაც გასაკვირია, ჯავახეთში ორი დღის განმავლობაში ამდენიმე შემთხვევა ერთდროკულად, რატომ მოხდა. მიზეზის დანახვა ძალიან რთულია. სიცოცხლის სუიციდით დასრულების მცდელობა არა მხოლოდ ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ. მსგავს გზას, ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანებიც მიმართავენ. თუმცა, სუიციდის მცდელობა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ფსიქიკურ აშლილობას განიცდიან, შესაძლოა სეზონურ გამწვავებასთან იყოს დაკავშირებული. ჯანსაღ ადამიანებს ეს არ აქვთ. ახლა ძირითადი მიზეზი დეპრესიაა – ხალხი, ვინც დეპრესიულ მდგომარეობაშია, სუიციდს ჩადის” , – ამბობს ის.
ადამიანები სუიციდს იშვიათად მიმართავენ და ხშირად, საკუთარი განზრახვის შესახებ, რომ თავის მოკვლას გეგმავენ, სხვებს არ ეუბნებიან. თუმცა, როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ახლობლებისა და ნათესავების ზრუნვამ, მათი მხრიდან გამოჩენილმა ყურადღებამ შესაძლოა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.
«ზოგ შემთხვევაში – ეს მხოლოდ მცდელობაა, ისტერიულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს აქვს თავის მოკვლის მცდელობა, მაგრამ საბოლოოდ ამას არ სჩადიან. მათ უბრალოდ, ყურადღების მიქცევა, მხარდაჭერის მიღება სურთ, შესაძლოა სიყვარულისაც, რადგან მათ ამის უკმარისობა აქვთ. თუმცა, დეპრესიული ხალხი ბოლომდე მიდის. დეპრესიული ხალხი არ გამოხატავს, რომ, რაღაც ვერ არის კარგად, რომ სუიციდის გადაწყვეტილება მიიღეს, ისინი უფრო გულჩათხრობილები და ჩაფიქრებულები არიან. თუკი გარშემო ხალხი ყურადღებით იქნება მიხვდება, რადგან ასეთი ადამიანები განსხვავებულად იქცევიან, ისინი უფრო ნერვიულები არიან. ამ შემთხვევებში, ახალქალაქის პირობებში, ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციაა. ამ ადამიანებს, მხოლოდ ახლობლების მხარდაჭერა დაეხმარება. რადგან ჩვენ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი არ გვაქვს, ამ სიტუაციაში ეს ხალხი დახმარებას არსაიდან ელოდება”, – ამბობს ზარინე ზადოიანი.
ეპიდემიის პირობებში, ბევრი ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე კიდია, ექიმები და ახლობლები სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, ხოლო ზოგი საკუთარ სიცოცხლეს არ უფრთხილდება, კრიტიკული მომენტის გადალახვა უჭირთ.