ნინოწმინდა-ოროჯალარის გზაზე, რკინიგზის გადასასვლელზე 19 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დაზარალებული ნინოწმინდის მცხოვრების მდგომარეობა სტაბილურია.
ღუდუშაურის კლინიკის ინფორმაციით, ნინოწმინდა-ოროჯალარის გზაზე, 19 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებული მამაკაცის, ჯახაცპანიან ე.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ღუდუშაურის კლინიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ოპერატიულად გადაიყვანეს.
ჯახაცპანიანს, რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს, ნინოწმინდა-ოროჯალარის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მატარებელი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ავტომობილში მყოფი, დაშავებული ცოლ-ქმარი, მძიმე მდგომარეობაში ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი მაშინვე თბილისში გადაიყვანეს, ხოლო ქალს ოპერაცია ახალქალაქში გაუკეთდა. მოგვიანებით, 40 წლის ქალის თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო, ის რეანიმობილში, ტრანსპორტირებისას დაიღუპა.