დღეს, 24 იანვარს, UFC-ის ტურნირზე, სპორტსმენმა ჯავახეთიდან, არმან წარუკიანმა, რომელიც შეჯიბრზე რუსეთის სახელით გამოდიოდა, ამერიკელ მეტა ფრევოლს მოუგო, – ამის შესახებ, Sport-Express-ი იტყობინება.

24 წლის არმან წარუკიანმა მსაჯების ერთიანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ეს UFC-ში, მისი რიგით მესამე გამარჯვებაა.

 

24 იანვარს, წარუკიანი ნასრატ ხაკპარასტს უნდა შებრძოლებოდა, რომელიც გერმანიის სახელით გამოდიოდა, მაგრამ ეს შებრძოლება გაუქმდა. მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ წარუკიანი საშუალო წონით კატეგორიას არ შეესაბამებოდა იმის გამო, რომ 1,5 კგ-ით მეტს იწონიდა. ხოლო ხაკპარასტი ოფიციალურ აწონვაზე არ გამოცხადდა.

24 წლის არმანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ არაქალში დაიბადა. მისი დებიუტი 2015 წელს შედგა, ბრძოლის შერეულ სახეობაში პროფესიონალურ შებრძოლებაში, გამოდიოდა მცირე ორგანიზაციებში. წარუკიანი ​UFC-ში 2019 წელს წარსდგა. 18-შებრძოლებაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 16-ში გაიმარჯვა და 2-ში დამარცხდა.

არმან წარუკიანი UFC-ის გამარჯვებული გახდა

არმან წარუკიანი ჯავახეთიდან რინგზე ბრაზილიელ დავი რამოსთან ერთად გავა

მსოფლოს ჩემპიონი არმან წარუკიანი ნინოწმინდაში

არმან წარუკიანის ბრძოლა თანამემამულეების მხარდაჭერით

არმან წარუკიანმა ნოკაუტით მოიგო

UFC-ის 257-ე ტურნირის წინასწარ რაუნდშიც სამი ბრძოლა გაიმართა. ამერიკელმა ბრედ ტავარესმა მოუგო ანტონიო კარლოს-უმცროსს საშუალო წონით კატეგორიაში, ამერიკელმა ჯულიანა პენამ თანამემამულე სარა მაკმახონს მოუგო მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხოლო პოლონელმა მარიო პრახნომ ამერიკელ ხალილ როუნტრის ნახევრადმძიმე წონით კატეგორიში მოუგო. ტურნირის ძირითად შებრძოლებაში ერთმანეთს შეხვდნენ კონორ მაკგრეგორი და დასტინ პორიე.