ამჟამინდელი მდგომარეობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაკეტილი გზები არ არის, არსებობს რთულად გასავლელი გზები, მათ შორის სოფელ დადეშსა და ხავეთში მიმავალი გზები. თოვლისგან გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც JNEWS-ს მერიიდან აცნობეს, ამჟამად ახალქალაქში დაკეტილი გზები არ არის.
კომპანია “ჯავახ ავტო გზის” დირექტორის, ჯაბა ძირკვაძის თქმით, ამჟამად სოფელ ხავეთსა და დადეშში მიმავალი გზები რთულად გასავლელია, თოვლის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ, როგორც შარშან, წლეულსაც ახალქალაქის სოფლებში თოვლის გაწმენდის სამუშაოებს კომპანია “ჯავახ ავტო გზა” ახორციელებს. წლეულს კომპანიამ 100 000 ლარის ელექტრონულ კონკურსში გაიმარჯვა.