ისევე, როგორც ყველგან, საქართველოში COVID-19-ის გავრცელების გამო მუნიციპალური დაწესებულებების დიდი ნაწილი არ მუშაობდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ, 10 თვის განმავლობაში შემოსავალი არ ჰქონდათ, თუმცა, ბევრი მათგანი დღემდე ძირითადად სუბსიდიებზე მუშაობდა.

ახალქალაქის მუნიციპალურმა ბიუჯეტმა წლეულს მუნიციპალური დაწესებულებების საქმიანობისთვის 2 მლნ 863 320 ლარი გამოყო. ამ დაწესებულებებიდან რვას ბიუჯეტი შეუმცირდა, ერთს იგივე დარჩა და მხოლოდ 3-დაწესებულებას დაემატა. ამ დაწესებულებებიდან უმეტესობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სუბსიდიების წყალობით არსებობს, რადგან მათ ნაწილს საკუთარი შემოსავალი არ აქვს, ხოლო მეორე ნაწილს იმდენად მიზერული შემოსავალი აქვს, რომ დანახარჯის 2 პროცენტსაც ვერ ფარავს. მაგალითად, 2019 წელს დაწესებულების შემოსავალი 46 700 ლარს შეადგენდა, ხოლო 2020 წელს, ბიუჯეტიდან სუბსიდიები 2 მლნ 785 660 ლარს შეადგენს. აღნიშნული ციფრები საჩვენებელია, რადგან:

  • საბავშვო ბაღების გაერთიანება წელს მეტ დაფინანსებას მიიღებს, თუმცა გაერთიანებას მთლიანად აფინანსებს ადგილობრივი ბიუჯეტი, საქართველოში საბავშვო ბაღები უფასოა, ამიტომ შემოსავალი არ აქვთ.  საბავშვო ბაღების გაერთიანებისთვის ბიუჯეტმა შარშან, 1 მლნ. 366 645 ლარი გამოყო, წელს თანხა 1 მლნ. 600 000 ლარამდე გაიზარდა, როგორც მერიის ფინანსურ განყოფილებაში განმარტეს, თანხის ზრდა მუნიციპალიტეტში სკოლამდელი დაწესებულებების რაოდენობის ზრდას უკავშირდება.
  • ახალქალაქის სპორტული სკოლაც მთლიანად ბიუჯეტზეა დამოკიდებული, მისი უზრუნველყოფა ბიუჯეტს შარშან, 192 000 ლარი დაუჯდა, წელს თანხა შემცირდა და 175 000 ლარი შეადგინა. თანხის შემცირება სპორტულ დარბაზში მომუშავე თანამშრომლებს არ შეეხება.
  • არც ახალქალაქის სპორტულ სკოლას აქვს საკუთარი შემოსავალი, სკოლა შარშან 48 685 ლარით დაფინანსდა, წელს თანხა შემცირდა და 38 480 ლარი შეადგინა.
  • კიდევ ერთი სპორტული დაწესებულება- ახალქალაქის სპორტული სკოლა- მთლიანად ბიუჯეტის დაფინანსებაზეა. 2020 წელს სპორტ-კომპლექსისთვის სუბსიდიების თანხამ 205 000 ლარი შეადგინა, წელს სუბსიდია 25 000 ლარით შემცირდა და 180 000 ლარს შეადგენს.
  • საცურაო აუზი პრაქტიკულად წელიწადზე მეტია არ მუშაობს, თუკი თავიდან ტექნიკური მიზეზებით არ მუშაობდა, მოგვიანებით – პანდემიის გამო. ამ დაწესებულების შემოსავალი 2019 წელს 10 000 ლარს შეადგენდა, ხოლო დანახარჯი ათჯერ მეტია –  2020 წელს აუზის ექსპლუატაციაზე გამოყოფილი იყო 177 000 ლარი, 2021 წელს თანხა 93 000 ლარით შემცირდა.
  • ბიბლიოთეკების გაერთიანება – ბევრ სოფელში არის ბიბლიოთეკა, თუმცა მათი დიდი ნაწილი საშინელ მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკებში ნაკლები ადამიანი დადის, არა მხოლოდ სათანადო პირობების არარსებობის, არამედ წიგნების სიმწირის გამო. ბიბლიოთეკების გაერთიანებასაც არ აქვს საკუთარი შემოსავალი, 2020 წლის სუბსიდია 95 000 ლარს შეადგენდა, წელს თანხა ცოტათი ნაკლებია – 93 450 ლარი.
  • კლუბური გაერთიანება- ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კლუბები იგივე მდგომარეობაშია, როგორშიც ბიბლიოთეკები. საშინელ მდგომარეობაშია ახალქალაქის კულტურის სახლიც, სადაც შარშან, არცერთი კულტურული ღონისძიება არ ჩატარებულა. კლუბური გაერთიანების შემოსავალი სულ 8000 ლარს შეადგენს, თუმცა სუბსიდია 159 000 ლარს შეადგენდა. წელს სუბსიდია 152 000 ლარს შეადგენს, 7 000 ლარით ნაკლებს.
  • ახალქალაქის მუსიკალურ სკოლას 2019 წელს დაწესებულებებს შორის ყველაზე მეტი შემოსავალი ჰქონდა – 20 000 ლარი. მუსიკალური სკოლის დანახარჯებმა 2020 წელს 130 000 ლარი შეადგინა.  მუსიკალურ სკოლას შარშან შემოსავალი საერთოდ არ ჰქონდა – ამიტომ 2021 წელს მუნიციპალური ბიუჯეტი მთლიანად დააფინანსებს სკოლას – 138 000 ლარი.
  • მხარეთმცოდნეობის მუზეუმი წელიწადში 500 ლარის შემოსავალს იღებდა, მუზეუმის უზრუნველყოფის სუბსიდიამ 2020 წელს 51 000 ლარი შეადგინა. 2021 წელს სუბსიდია 41 590 ლარამდე შემცირდა.
  • სკოლა «აშუღს» 2019 წელს 6000 ლარის შემოსავალი ჰქონდა, სუბსიდიამ 22 000 ლარი შეადგინა, ბიუჯეტიდან იგივე რაოდენობის თანხა გამოიყო წელსაც.
  • მომავლის სახლს საკუთარი შემოსავალი არ აქვს, 2020 წელს სუბსიდიამ 227 000 ლარი შეადგინა, წელს სუბსიდია 222 800 ლარით შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური დაწესებულებები ამჟამად არ მუშაობენ და გაურკვეველია, როდის ამუშავდებიან, თანამშრომლები ანაზღაურებას ჩვეულებრივ რეჟიმში იღებენ. ამასთანავე, ზოგიერთ შემთხვევაში დაზოგვა მოხერხდა.

“წელს შემოსავალი არ არის, თუმცა ამის გარეშეც ვაფინანსებდით, საკუთარი შემოსავალი რაღაც ნაწილს შეადგენდა. მაგრამ კორონავირუსის გამო, შემოსავალი არ არის, ამიტომ მეტი სუბსიდიის გამოყოფა გვიწევს. მაგალითად, საცურაო აუზს დიდი თანხის დახარჯვა უწევს ბუნებრივ აირზე, ყოველ თვე 14-17 000 ლარი იხარჯება. და ახლა, რადგან ის არ მუშაობს, რასაკვირველია, ბუნებრივი აირის თანხა იზოგება. იქ, სადაც თანხა ნაკლებია – ნიშნავს, რომ გათბობის თანხა შეამცირეს, რადგან სხვა არაფრის შემცირება არ შეგვიძლია. რასაკვირველია, უფლება არ გვაქვს, მაგალითად, ანაზღაურების შემცირების. საბავშვო ბაღების შემთხვევაში, თანხა მეტია, რადგან საბავშვო ბაღები დაემატა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში იგივე პრინციპია”, – ამბობს ახალქალაქის მერიის ფინანსური განყოფილების უფროსი, მკრტიჩ მღდესიანი.

პანდემიის პირობებში გაურკვეველია, როდის შეძლებენ მუნიციპალური დაწესებულებები მუშაობას, მაგრამ მუშაობის დროს, მათ შემოსავალი არ აქვთ. შესაძლებელია თუ არა აღნიშნული დაწესებულებების მუშაობის ოპტიმიზება – ამას, ალბათ, არავინ უფიქრდება.