იმის შესახებ, თუ როგორი კრიზისით დამთავრდა აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობასა და კაპიტოლიუმზე ტრამპის მხარდამჭერების შეტევაზე, აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნების შედეგები გაყალბდა, თუ არა და სხვა მრავლის შესახებ JNEWS-ს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი, გიორგი ბადრიძე ესაუბრა.
რა მოხდა აშშ-ში?
– ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ამერიკამ პრეზიდენტად ისეთი ადამიანი აირჩია, რომელიც ამ წოდებისთვის, ამ როლისთვის სრულიად გამოუსადეგარი იყო. და ეს თავიდანვე ნათელი იყო. სამწუხაროდ, 2016 წელს ჩვენ სოციალური ქსელების ძალა დავინახეთ, პოპულიზმის ძალა, რომელიც ახალი ტექნოლოგიებით სარგებლობდა. ახალი რეალობა მდგომარეობდა იმაში, რომ შესაძლებელი იყო არასწორი ჭორების, ფაქტების მართვა, რეალობის გადახედვის გარეშე. საზოგადოების ნაწილმა, განვითარებულ დემოკრატიაშიც კი, როგორიცაა ამერიკა, საკუთარ სამყაროში დაიწყო ცხოვრება, რომელსაც საკუთარი რეალობა გააჩნდა, დანარჩენ სამყაროსთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდა. სოციალურ ქსელებს შეუძლიათ ადამიანს ინფორმაცია ისე მიაწოდონ, რომ მას ინფორმირებულობის ილუზია შეექმნას, მაგრამ რეალობა იქნება ის, რომ ის მიიღებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც მოსწონს. Facebook-ის, Twitter-ის და სხვა ქსელების ალგორითმები ისეა მოწყობილი, რომ თქვენ, პირველ რიგში, ინფორმაციას იღებთ, რითაც ინტერესდებით და გექმნებათ ილუზია, რომ ზუსტად ეს არის რეალური სამყარო. ასე იყო შექმნილი ტრამპის მომხრეებისთვის ალტერნატიული სამყარო სახელად altinfo და მოძრაობა altright -ი (ალტერნატიული მემარჯვენე მოძრაობა). ეს ყველაფერი მიმართული იყო დაწესებული კლასიკური მედიასაშუალებების დისკრედიტირებისკენ, მათთვის ფეიკნიუსების დარქმევაზე და მსგავსზე. მაგალითად, CNN და სხვა ავტორიტეტული საინფორმაციო ორგანიზაციები, რომლებსაც ათეულობით წლების გამოცდილება აქვთ. ამერიკამ არასისტემური პრეზიდენტი აირჩია, რომელიც არასდროს ყოფილა პოლიტიკოსი. რომელსაც არასდროს წარუდგენია ტრადიციული რესპუბლიკური ღირებულებები, ეს პირველი, ხოლო მეორე, პირადად მე არ ვარ გაოცებული, რაც საბოლოოდ ვნახეთ 4 წლის განმავლობაში.
დადგება თუ არა ტრამპის პასუხისმგებლობის საკითხი იმის გამო, რაც ამ დღეებში მოხდა?
– ტრადიცული პოლიტიკოსებისგან განსხვავებით დონალდ ტრამპი კატეგორიულად არ შეეგუა დემოკრატიულ არჩევნებში დამარცხებას. მხოლოდ მან დაარღვია დამარცხების აღიარების ტრადიცია მას შემდეგ, რაც ყველა სასამართლომ, ყველა ინსტანციამ და ორგანიზაციამ, რომლებიც არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებელნი იყვნენ, ყველა საჩივრის განხილვის შემდეგ მისი პრეტენზიები არ დააკმაყოფილეს. ამის შემდეგაც კი, მან საჭიროდ ჩათვალა საკუთარი მხარდამჭერებისთვის ძალის დემონსტრირებისკენ მოეწოდებინა. უკანასკნელად ამ საკითხზე 2 დღის წინ საუბრობდა გუშინწინ. მიმაჩნია, რომ დონალდ ტრამპი პირადად არის პასუხისმგებელი ზარალზე, რომელიც ამერიკულ დემოკრატიას და მთელს მსოფლიოში მის იმიჯს მიაყენა. მათ შორის, იმ ადამიანების, რომლებიც კაპიტოლიუმის შტურმის დროს დაზარალდნენ.
პრინციპში, პასუხისმგებლობის წინაშე დაყენება შეიძლება, მაგრამ რეალობაში ეს, ალბათ, არ იქნება. რომც იყოს, პროცესი გაგრძელდება არა თვეების განმავლობაში, არამედ წლების, რადგან ნებისმიერ სერიოზულ ადვოკატს შეუძლია ბევრი მიზეზის ნახვა, რომელიც ტრამპს პირდაპირი იურიდიული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს, მაგრამ ტრამპის პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულიად ნათელია.
როგორ არის ჩართული საქართველო კაპიტოლიუმის შტურმში, რადგან მედიასაშუალებებში და სოციალურ ქსელებში საქართველოს დროშის ფოტოები გავრცელდა?
– კომენტარებში, რომელიც ამერიკელებთან ვნახე, მთავარ ვარიანტად ითვლება ის, რომ ეს არიან ამერიკელები, რომლებიც, არც ისე კარგად ერკვევიან გეოგრაფიაში. მაგალითად, მათ amazon -ზე ჯორჯიის შტატის დროშა შეუკვეთეს, ამის მაგივრად კი საქართველოს ხელისუფლების დროშა მიიღეს და ვერ გაერკვნენ. მაგრამ თეორიულად შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევებში ტრამპის ადგილობრივი ქართველი-მომხრეებიც მონაწილეობდნენ, და ამის 100%-ით გამორიცხვა შეუძლებელია, რადგან პირადად მე ვნახე ვიდეო, რომელშიც ყოფილი სსრკ-ს რუსი ემიგრანტები შტურმის შედეგებს განიხილავდნენ, ამბობდნენ, რომ ისინი პირადად მონაწილეობდნენ, კაპიტოლიუმის შენობაში იყვნენ, ამიტომ თეორიულად გამორიცხვა არ შეიძლება. ყოფილი სსრკ-დან მიგრანტები ხშირად არიან ტრამპის მომხრეები.
რატომ არის დონალდ ტრამპი მიგრანტებს შორის პოპულარული, როცა მიგრაციისა და მიგრანტების კატეგორიული წინააღმდეგია?
– ძალიან მცირე ლოგიკა შეიძლება იყოს, როცა ადამიანი ტრამპს უჭერს მხარს, რადგან მის ყველა პოპულისტურ დაპირებას ძალიან მარტივად ეტყობა სიცრუე და არარეალურობა, როგორც, მაგალითად, დაპირდა სამხრეთიდან უკანონო ემიგრაციის შეჩერებას იმით, რომ კედელს ააშენებდა. მარტივად გასაგები იყო, რომ ეს იყო ტყუილი, რადგან ოფიციალურად აშშ-ში არალეგალური ემიგრაციის 10%-ზე ნაკლები საზღვრის არალეგალურ გადაკვეთაში მდგომარეობს, არალეგალური მიგრანტების 90% აშშ-ში ოფიციალური არხებით ხვდება, აეროპორტებიდან და პორტებიდან. მეორე – ის ამბობდა, რომ ამისთვის მექსიკა გადაიხდიდა. როგორ აიძულებდა? თუმცა, ბევრმა მას დაუჯერა. ნათელი იყო, რომ ამას გადასახადის გადამხდელები გადაიხდიდნენ, არც ისე ეფექტიანი პროექტი იყო.
დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ არჩევნები ფალსიფიცირებულია. რამდენად არის ეს შესაძლებელი, აშშ-ს საარჩევნო სისტემის გათვალისწინებით?
– მოდით ფაქტები ვნახოთ. ყველა სადავო შტატში არჩევნების ჩატარების შესახებ აბსოლუტურად სრული ინფორმაცია არ გვექნება. მაგრამ ვიცით ფაქტები, რომ ყველა შტატი, რომელიც დემოკრატიის უმეტესობაში არ არის, ანუ აუცილებლად დემოკრატები არ მართავენ, ყველა სადავო შტატმა ჯო ბაიდენის გამარჯვება აღიარა. მეორე, სასამართლოების ყველა ინსტანციამ, სადაც ტრამპის მომხრეებმა მიმართეს, ადგილობრივი შტატების და უზენაესმა სასამართლომაც კი, გამონაკლისების გარეშე არჩევნები ნორმალურად და კანონის შესაბამისად აღიარეს. მათ არავითარი ფაქტი არ უნახავთ, რომლებიც ტრამპის მომხრეების პრეტენზიებს გაამყარებდა. დონალდ ტრამპის მთელმა ადმინისტრაციამ, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ვერავითარი ფაქტი ვერ ნახეს, რომელიც სისხლის სამართლის საქმეის აღძვრას შესაძლებელს გახდიდა, რასაც დონალდ ტრამპი იუსტიციის დეპარტამენტის მდივნისგან, აშშ-ს მთავარი პროკურორისგან ითხოვდა. ბოლოს და ბოლოს, აშშ-ს კონგრესმაც აღიარა ბაიდენის გამარჯვება, თუმცა ამ საკითხში კონგრესს არავითარი იურიდიული პასუხისმგებლობა არ გააჩნია, ის უბრალოდ პროცედურას ამთავრებს. მთავარია, რომ არც ერთმა სასამართლომ, სადაც მინიმუმ 60 მიმართვა იყო, 59 შემთხვევაში პრეტენზიები, არც კი განიხილა. აშშ ზუსტად უზენაესი კანონის გამო დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ამერიკის იურიდიულმა სისტემამ მთლიანად აღიარა არჩევნების კანონიერება. ტრამპის მომხრეებიდან ბევრი დეზინფორმაციის მსხვერპლია, რომლის მართვას ტრამპი განაგრძობს.
შტურმის დროს, ტრამპის მომხრეებს შორის ყველაზე მეტად, ნაციონალური და რასისტული შეხედულებების მქონე ხალხი გამოირჩეოდა, ყოველ შემთხვევაში ამას გადმოგვცემდა ზოგიერთი მედიასაშუალება. რატომ არის ტრამპი პოპულარული მათ შორის?
– ტრამპის მთავარ და პირველ მხარდაჭერად აღმოჩნდნენ ზუსტად ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური, რასისტული ჯგუფები. ეს ნიშანი უნდა იყოს მათთვის, ვინც ტრაპს აძლევდა ხმას იმის გამო, რომ ისინი რესპუბლიკური პარტიის ტრადიციული მომხრეები იყვნენ. ხაზს ვუსვამ, რომ ტრამპი არანაირად არ არის რესპუბლიკელი, მან მთავრობის დაპყრობა მოახერხა თავიდან რესპუბლიკურ პარტიაში, იქამდე, სანამ 2016 წელს ჰილარი კლინტონი დაამარცხა.
რით იყო გამორჩეული აშშ-ში დონალდ ტრამპის 4 წლიანი პრეზიდენტობა?
– მისი მომხრეები, პირველ რიგში, საუბრობენ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც იყო ფაქტი, ბევრი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე საუბრობს, რაც ასევე ფაქტია. მაგრამ ისინი ხშირად უარყოფენ იმ რეალობას, რომ ეკონომიკის ზრდა – ეს პროცესია, რაც მასზე დიდი ხნით ადრე დაიწყო და მშპ-ს ზრდამ მის მაქსიმუმს მიაღწია. იგივე შეიძლება ითქვას სამუშაო ადგილებზე, რომლებიც მისი პრეზიდენტობის დროს შეიქმნა. არავინ უარყოფს, რომ ეს მისთვის მუდამ იქნება პლუსი. მაგრამ საჭიროა კონტექსტის გააზრება, რომ ის ხელისუფლებაში მოვიდა ეკონომიკის ზრდის ციკლის დროს, სერიოზული შოკის შემდეგ, რომლის მსხვერპლი ეკონომიკა და მსოფლიო ფინანსები გახდა ჯერ 2008 წელს, შემდეგ კი, 2014-15 წლებში. მაგრამ მეორე მხრივ, მან ყველა ეკონომიკურ მიღწევას ხაზი გადაუსვა იმით, რომ პანდემიის პირობებში კარგი ლიდერი არ აღმოჩნდა. ტრამპმა რატომღაც გადაწყვიტა იმ ხალხისთვის დაეჯერებინა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს არ არის პანდემია, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია. თვეების განმავლობაში მისმა ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა, რათა ამერიკა ამ უდიდესი გამოწვევისთვის მომზადებულიყო და ფაქტია, რომ სხვადასხვა ქვეყანას შორის, ამერიკა ვირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. ძირითადად, იმის გამო, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ვირუსი და გაფრთხილებები სერიოზულად არ აღიქვა.