საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს, 7 იანვარს, კვლავ ამოქმედდება მოძრაობაზე დადგენილი შეზღუდვა – 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში.
დღეიდან, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დროის მონაკვეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ იზღუდება მოქალაქეების გადაადგილება, როგორც ფეხით, ასევე ავტომობილით და საზოგადოებრივი თევშეყრის ადგილებში ყოფნა.