დღეს, 6 იანვარს, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დროებით მოიხსნება. გამონაკლისი გაკეთდა საშობაო ლიტურგიის გამო.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს 31 დეკემბერს, როდესაც მხოლოდ ახალი წლის ღამით მოიხსნა ზემოაღნიშნული შეზღუდვა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალ, 7 იანვარს, კვლავ ამოქმედდება გადაადგილებაზე დადგენილი შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
შობის ღამეს დაშვებული გამონაკლისის მიუხედავად, მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს დღესასწაული ოჯახის წევრებთან, ვიწყო წრეში აღნიშნონ.